ნორტს ზუსტად იმ ფერებსა და ისეთი ქსოვილის სამოსს აცმევენ, როგორც დედამისია შემოსილი კიმ კარდაშიანი არა მხოლოდ მილიონიან საჩუქრებს ყიდულობს ერთადერთი შვილის – ნორტ უესტისთვის. ცოტა ხნის წინ მას ორეულიც დაუქირავა, ბოლო დროს კი მოდის ჩვენებებზეც დაატარებს. თანაც, ნორტს ზუსტად იმ ფერებსა და ისეთი ქსოვილის სამოსს აცმევენ, როგორც დედამისია შემოსილი. რამდენიმე დღის წინ კიმს შიფონის "აჟურული", გამჭვირვალე შარვალი ეცვა, და კიმმა ამ პაწაწინა გოგოსაც ისეთივე სამოსი ჩააცვა.
მართალია, დედა-შვილი ერთმანეთს უხდებიან და სამოსითაც შეეფერებიან, თუმცა მაინც ჩნდება ერთი შეკითხვა – ნორტი ამ შემთხვევაში მხოლოდ აქსესუარის როლს ხომ არ თამაშობს? ფაქტია, ბავშვს დიდი აღტაცება არ აწერია სახეზე, ან რა სიამოვნება უნდა ჰპოვოს წლინახევრის ბავშვმა მოდის თავყრილობებსა თუ წვეულებებზე? თუნდაც, ბრენდულ და "დიდურ" სამოსში გამოწყობილმა?