ყოველ თვე მშობლებისგან იღებს 1000 გირვანქა სტერლინგს და მოდურ ტანსაცმელს იმისთვის, რომ რომელიმე მორიგ წრეზე წავიდეს...
მშობლების უმეტესობა ბავშვების სხვადასხვა წრეზე ტარების მომხრეა. სხვადასხვა სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვს ძალიან ავითარებს. ზოგ ბავშვს ეზარება ეს აქტივობა და მშობლებს სხვადასხვა მეთოდის მოფიქრება უწევთ, რომ შვილი მეტად დააინტერესონ. აი ამ გოგონას შემთხვევა კი მაინც ყველასგან გამორჩეულია...ეს გოგონა ყოველ თვე მშობლებისგან იღებს 1000 გირვანქა სტერლინგს და ასევე მოდურ ტანსაცმელს იმისთვის, რომ ყოველ საღამოს, სკოლის შემდეგ რომელიმე მორიგ წრეზე წავიდეს. როგორც The Daily Mail-ი იუწყება, 11 წლის ლილი რეი დადის ცეკვაზე, ცურვაზე, გოლფზე, ფეხბურთზე, ფრანგულ ენაზე, ვიოლინოს შემსწავლელ წრეზე და შესანიშნავად სწავლობს სკოლაშიც. მისი გარდერობის, რომელშიც მხოლოდ დიზაინერების ნამუშევრებია, ცნობილ ადამიანებსაც კი შეშურდებათ. გოგონა სკოლაში მიდის Prada-ს ფეხსაცმელებით და Longchamp-ს ჩანთით. მისი საყვარელი ჩასაცმელი Moncler-ის და Chloe-ს ჟაკეტია. მამა ლილი რეის 10 000 გირვანქა სტერლინგს შეჰპირდა, თუ გოგონა 18 წლის ასაკში შეისწავლის უცხო ენას და ეცოდინება რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.
ახლახან ლილიმ გააფორმა კონტრაქტი სამოდელო საგენტოსთან. "უამრავი ტანსაცმელი მაქვს. ბევრი რამ ყიდვის მერე არც ჩამიცვამს. უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩავიცვა. ზოგჯერ მავიწყდება, რომ მაქვს ესა თუ ის ჩასაცმელი. ამასობაში გადის დრო, ის კი ან აღარ მერგება, ან აღარ მომწონს. არასოდეს არ ვიცმევ ერთსა და იმავე ტანსაცმელს მეორეჯერ." - ყვება ლილი რეი. გოგონა არ თვლის თავს გათამამებულად: "მე ნორმალური ბავშვი ვარ, ვაკეთებ იმას, რასაც სხვა ჩემი ტოლი გოგონები. ყოველ საღამოს, სკოლის შემდეგ რამეთი ვარ დაკავებული, არ ვიღლები. პირიქით, ეს ძალიან სახალისოა. მშობლები არასდროს მაიძულებენ ვისწავლო: მათ უბრალოდ უნდათ, წარმატებული ვიყო და მეც იგივე მინდა. მშობლები მეხმარებიან ჩემი მაქსიმუმის მიღწევაში. ვხვდები, თუ როგორ გამიმართლა. უბრალოდ ბედნიერი ვარ".
მომავალში ლილი გეგმავს, გახდეს დიზაინერი ან ბროკერი - ისევე როგორც მამამისი - ბობ პორტი. გოგონას დედა - კარლი იზატი ირწმუნება, რომ ცხოვრებაში კარგი სტარტის აღებაში ეხმარებიან შვილს და ამაში არაფერია გასაკვირი.
"არასდროს ვაძალებთ იმის კეთებას, რაც თავად არ სურს, ყველაფერი მის არჩევანზეა. ის მაშინვე არ იღებს იმას, რაც სურს. ამისთვის შრომაა საჭირო: სკოლაში კარგი შეფასება, საშინაო დავალებების კარგად შესრულება, კლასგარეშე საგნების შესწავლა და სახლის საქმეებში მოხმარება".