სანამ შვილს პატარა ლეკვს აჩუქებდეთ, გაეცანით მის ბუნებას ყოველი ჯიშის ძაღლს, თავისი ხასიათი და დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ. სანამ თქვენს შვილს თხოვნას შეუსრულებდეთ და პატარა ლეკვს აჩუქებდეთ, მანამდე სასურველია იცოდეთ, რომელი ჯიშის ძაღლი იქნება თქვენი შვილისთვის საუკეთესო კომპანიონი.
ბულდოგი
ბულდოგი მშვიდი ხასიათის ჯიშია; ზანტი და თვინიერი ცხოველია. ძალიან კარგად ეწყობა სხვა ცხოველებს და ასევე ძაღლებს, რომლებიც მის გარშემო ცხოვრობენ. ბულდოგს უყვარს ბავშვებთან მეგობრობა. ის თავს კომფორტულად გრძნობს როგორც დიდ სახლში, ასევე პატარა ბინაში. ეს ჯიში ბავშვისთვის იდეალური კომპანიონი იქნება.
ბიგლი
ბიგლი აქტიური ძაღლია, მის გენებში მონადირის ინსტინქტებია, ამიტომ მოუსვენარი და აქტიური ბავშვებისთვის ეს ჯიში საუკეთესო კომპანიონი იქნება. ეს ძაღლი არასოდეს იღლება ბავშვებთან თამაშით, ძალიან მეგობრული და მხირაული ცხოველია. თუმცა, სხვა ძაღლებთან შედარებით მეტ ყურადღებასა და მოვლას ითხოვს.
კოლი
ძალიან ფაქიზი და ჭკვიანი ძაღლია. იოლად სწავლობს ბრძანებებს, აგრესია თითქმის არ გააჩნია. საუკეთესოა ოჯახისთვის, ვისაც სახლში ბავშვი ჰყავს. ის თქვენი შვილის საუკეთესო დამცველი და მეგობარი იქნება.
ნიუფაუნდლენდი
ამ ჯიშს ძალიან უყვარს ბავშვები, ის მომთმენი, კეთილი და მეგობრული ჯიშია. იოლად ახდენს ადაპტირებას ახალ ოჯახთანაც და თუ, სახლში პატარა ბავშვია, ნიუფაუნდლენდი მისი ერთგული დამცველი იქნება.
იხილეთ სრულად