"აძლევენ დავალებებს, თანდათან და ორმოცდამეათე დღეზე მოზარდები თავს იკლავენ. ძირითადად თვითმკვლელობა ხდება სიმაღლიდან გადმოხტომით..." საბერძნეთში მცხოვრები ნანა ბელის ეს პოსტი კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ და ბევრმა სხვა ინტერნეტმომხმარებელმა გააზიარა. სამწუხაროდ, მოზარდების საშიში გასართობები სულ უფრო სახიფათო ხდება და მათ ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. ვავრცელებთ აღნიშნულ პოსტს და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მშობლებს, უფრო და უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მყოფი შვილებისადმი და მაქსიმალურად დაიცვან მსგავსი საფრთხეებისგან:
"sos!
ამ წუთას გადაცემას ვუსმენ, სადაც ამბობენ, რომ არსებობს ინტერნეტ თამაში „ლურჯი ვეშაპი“ (თამაშიც არ ითქმის, ვიღაცეები გელაპარაკებიან, თავიდან ვითომ გეთამაშებიან). ქართულად ასე ითარგმნება და მოდებულია მთელ მსოფლიოში. უკავშირდებიან 13-დან 16 წლამდე ბავშვებს. ელაპარაკებიან 50 დღის განმავლობაში. აძლევენ დავალებებს, თანდათან და ორმოცდამეათე დღეზე მოზარდები თავს იკლავენ. ძირითადად თვითმკვლელობა ხდება სიმაღლიდან გადმოხტომით. გადაცემის წამყვანი და მისი სტუმარი ამ თემაზე მომუშავე სპეც სამსახურებთან ერთად აფრთხილებს მშობლებს, რომ გაითვალისწინონ, ნახონ რას აკეთებენ ბავშვები, რას თამაშობენ, არის დრო მოასწრონ შვილის გადაჩენა, თავიდანვე თუ ნახავენ, ვის ელაპარაკება ბავშვი.
ბავშვი იყო გადაცემაში, ვინც აცნობა პოლიციას, როგორც კი დაუკავშირდნენ... თავიდან მომივიდა მესიჯი - გინდა თამაში ჩვენთან? გინდა დაგველაპარაკო?.. მესიჯები ისეთია, რომ თავიდან ცდილობენ შეგისწავლონ, დაგაკვირდნენ და თუ სუსტი ხარ, მუშაობენ შენზე. ბავშვმა მითხრა-რომ არ ავყევი, მაშინვე გაქრა ჩემი მინაწერიც და ისენი რასაც მწერდნენო.
რა ვიცი, იმდენი თვითმკვლელობაა უკვე საქართველოშიც მოზარდების, რომ მე მგონი, გასათვალისწინებელია".
ასევე იხილეთ: ორი 13 წლის ბავშვი გადმოვარდა დიდი სიმაღლიდან - უცნაური დამთხვევა და ორი საზარელი ფაქტი