"მინდა ჩემი შვილის ამბავი ყველას მოვუყვე, რომ სხვა ბავშვები დავიცვა. ეჭვი გაქვს, რომ თამაშობდა ლურჯ ვეშაპს"... თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია.
"ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ე.წ ლურჯი ვეშაპის მორიგი მსხვერპლია.
იხილეთ მეტი ამ თამაშის და მის მსხვერპლთა შესახებ
"მინდა ჩემი შვილის ამბავი ყველას მოვუყვე, რომ სხვა ბავშვები დავიცვა. ეჭვი გაქვს, რომ თამაშობდა ლურჯ ვეშაპს, აურიეს ტვინი და მე-13 სართულიდან გადმოხტა. ვერაფერს ვამჩნევდით, შსს-მ წაიღო ყველაფერი. გთხოვთ გააკეთოთ რეპორტაჟი, ეს რაღაც მოდებულია. ჩემი შვილი პირველი შემთხვევა არ არის. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ეს, მე საუბრის თავი ახლა არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ სხვა მშობლებს მინდა მივაწვდინო ხმა", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. განაგრძეთ კითხვა