ამ ვიდეოს სხვადასხვა საიტსა თუ ფეისბუქგვერდზე უამრავი გაზიარება აქვს თბილისის 205-ე საბავშვო ბაღში გამართული საბავშვო ღონისძიების ამსახველი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავენ პატარა გოგონები მამებთან ერთად, ნამდვილ ჰიტად იქცა. ვიდეოს სხვადასხვა საიტსა თუ ფეისბუქგვერდზე უამრავი გაზიარება აქვს. ამის შემდეგ რამდენიმე სხვა ბაღშიც შეასრულეს მსგავსი ცეკვა ბავშვებმა მამებთან ერთად, რაც რასაკვირველია, მხოლოდ მისასალმებელია, რადგან როგორც წესი, მამები ნაკლებად არიან ხოლმე ჩართული ბავშვების სასკოლო თუ სკოლამდელი დაწესებულებების ცხოვრებაში.