მათე 2 წლის იყო, ორ ენაზე რომ კითხულობდა, 3 წლისამ ჭადრაკის თამაში დაიწყო, ახლა კი ფიზიკა აინტერესებს მათე რეხვიაშვილი 7 წლისაა. ახლა გადავიდა მეორე კლასში. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პატარა ბიჭია, თუმცა აქვს თავისი უჩვეულობებიც - მაგალითად, 2 წლის იყო, ორ ენაზე რომ კითხულობდა, წლი-ნახევრისამ დაიწყო თვლა და 2 წლის ასაკში 100-მდე თავისუფლად ითვლიდა. 5-6 წლიდან იცის უკვე გამრავლება-გაყოფა. 3 წლისამ ჭადრაკის თამაში დაიწყო და უკვე რამდენიმე ოქროს მედალი აქვს. თავისზე უფროსებს და გამოცდილებს ამარცხებს ჭადრაკში. რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ლელოს" დახმარებით ჭადრაკის მსოფლიო პირველობაზეც მოხვდა და საყვარელი დიდოსტატების თამაშს უყურა.
ასევე აინტერესებს ფიზიკა და რელიგიური საკითხები. ბევრს ფიქრობს, იგონებს გამოცანებს და აქვს დიდი სამომავლო გეგმები. პატარა მათეს ვუსურვებთ ოცნებების ასრულებას, თქვენ კი შეგიძლიათ მასზე ვიდეოც იხილოთ.