დედა მშობლებს აფრთხილებს და იბრძვის იმისთვის, რომ სხვასაც არ დაემართოს იგივე ...პატარაობიდანვე მის ბიჭს ასთმა ჰქონდა და ალერგია ნიგოზსა და არაქისზე. როდესაც ის 11 წლის იყო, ბიჭმა ტორტის ნაჭერი გასინჯა - არ იცოდა, რომ მასში ნიგოზი იყო. ერთადერთი ხილული რეაქცია ტუჩზე პატარა მუწუკი გახლდათ. დედამ ალერგიის საწინააღმდეგო მალამო წაუსვა.
"წარმოდგენაც არ მქონდა, რა პროცესები მიმდინარეობდა მის ორგანიზმში. მან ითამაშა თავის ბიძაშვილებთან ერთად, მიიღო შხაპი და გაიხეხა კბილები", - იხსენებს ბიჭის დედა მერილ დებსი.
შხაპის მიღებიდან 15 წუთში ბიჭს მუცლის ტკივილი და ღებინება დაეწყო. მერილიმ იფიქრა, რომ ეს მოწამვლა იყო და მალევე გაუვლიდა. მას შემდეგ, რაც ოკლის გული აერია, თითქოს უკეთ იგრძნო თავი.
"უკეთესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ღებინება არ უჩერდებოდა და გამოვიძახეთ სასაწრაფო დახმარება. ბრიგადის მოსვლის დროს ბავშვი გალურჯდა", - იხსენებს მერილი.
ტორტის ჭამიდან საათ-ნახევარში ოკლის გული გაუჩერდა.
...დებსების ოჯახმა კვებით ალერგიაზე ინფორმაციის გამავრცელებელი საქველმოქმედო ფონდი შექმნა. ფონდს Red Sneaker ("წითელი ფეხსაცმელი") დაარქვეს - ოკლის პატივსაცემად, რომელსაც სპორტული ფეხსაცმელი ყოველთვის წითელი ფერის ჰქონდა.
მერლი დეფსი იმედოვნებს, რომ შეძლებენ კალენდარში შეიყვანონ ერთი რომელიმე დღე კვებითი ალერგიის ცნობადობის ასამაღლებლად.
"ჩემი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და საყვარელი ბიჭი არ უნდა მომკვდარიყო, - ამბობს მერილი, - ფატალური რეაქციები იშვიათია, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს არ მოხდება მომავალში, თუ აქამდე ალერგია მხოლოდ გამონაყარის სახით ვლინდება", - ამბობს ალერგოლოგი, პროფესორი - ექიმი ტოდ გრინი.
თუ ბავშვი ცუდად გრძნობს თავს აკრძალული პროდუქტის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. ხოლო თუ იცით, რომ ის ალერგიულია გარკვეული პროდუქტების მიმართ, მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ არასოდეს ჰქონდეს შეხება ამ პროდუქტებთან და თავადაც აუხსენით კარგად იმ პროდუქტების სია, რაც მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომ თქვენ გარეშეც იყოს ყურადღებით და დაიცვას თავი.