გოგონას მშობლები დიდ საგონებელში ჩაცვივდნენ და ახლა სხვა მშობლებს უყვებიან ამას მეჰენდის ხელოვნება (ასე ეწოდება სხეულის მოხატვას ინით) წარმოშობით ინდოეთიდანაა. ის დღეს მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ტატუირებისგან განსხვავებით, ეს არის დროებითი და სრულიად უმტკივნეულო პროცედურა. მაგრამ ასეთ უწყინარ გართობასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.
ბრიტანელი ოჯახი ამ ზაფხულს ეგვიპტეში ისვენებდა. 7 წლის მედისონ გულივერმა კარგი მოქცევისთვის ჯილდოდ მშობლებს მეჰენდის გაკეთება სთხოვა.
მშობლები დათანხმდნენ და წაიყვანეს სალონში. როდესაც გულივერები სახლში დაბრუნდნენ, მედისონმა შეამჩნია, რომ ნახატის ადგილზე კანი შეუსივდა.
მეორე დილას კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა ჰქონდა გოგონას. მშობლებმა გადაწყვიტეს ინის ჩამობანა. ნახატის ქვეშ კანი შეწითლებული და ანთებითი იყო. მალევე კანი დაიფარა ბუშტუკებით. არანაირმა მალამომ არ უშველა. კანიდან აღებულმა ანალიზმა рН-ის მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, რაც ქიმიურ დამწვრობაზე მიუთითებდა.
"ბუშტუკები უფრო გადიდდა და ექიმებმა გადაწყვიტეს, მოეჭრათ დაზიანებული კანი. ეს იყო ერთადერთი გზა, რათა უფრო ახლოს მისულიყვნენ კანთან და ისე ემკურნალათ", - ამბობს გოგონას მამა მარტინ გულივერი.
მშობლებმა აღიარეს, რომ კარგად უნდა შეესწავლათ ინის შემადგენლობა, სანამ ბავშვს დათანხმდებოდნენ ტატუირებაზე. შავი ინა ხშირად შეიცავს პარა ფენილენდიამინს (PPD). ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია ამ კომპონენტის წარმოება. მასზე ალერგიული რეაქცია მაშინვე არ ვლინდება. რამდენიმე საათში შეინიშნება კანზე სხვადასხვა რეაქცია.
სალონის ხელმძღვანელობამ, სადაც გულივერებმა ტატუირება გაიკეთეს, ბოდიში მოუხადა ოჯახს ასეთი უსიამოვნო შემთხვევისთვის.
"ჩვენ არ მოვითხოვთ არანაირ კომპენსაციას. მთავარია მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი შვილის ხელზე იარების რაოდენობა", - ამბობს მარტინ გულივერი.