თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისში ჩატარდება. ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის.
თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისში ჩატარდება. ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის. მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს.
ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება.
მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.
საგნებზე რეგისტრაცია 22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება საიტზე friad.ge
პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.
2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც.
სამომავლო გეგმები
საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა თავისუფალი ოლიმპიადის სამომავლო გეგმაა. გუნდი აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებსა და განათლების ხარისხის გაზრდისთვის გატარებულ რეფორმებს. საუკეთესო ნიმუშების გაანალიზებასა და დანერგვას კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აპირებს.
აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპული სტანდარტებისა, მაგალითი განათლების აზიური სისტემიდანაც უნდა ავიღოთ. ამ მხრივ მოწინავეები დუბაი და სინგაპური არიან, რომელთა მთელი რესურსი განათლებისკენაა მიმართული. ყველა სკოლაში არის სამეცნიერო ლაბორატორიები.
წიგნები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დუბაის სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში, ვიდრე რომელიმე არაბულ ქვეყანას.
ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კურსების გარდა მოსწავლეების ეუფლებიან ბიზნესის საფუძველებს, ინოვაციას და არაფორმალურ განათლებას.
დუბაიში კარგი კომუნიკაციაა დამყარებული განათლების სექტორსა და შრომის ბაზარს შორის. თუ გავითვალისწინებთ დუბაის გამოცდილებას და ჩავთვლით, რომ ოდესღაც მათაც საკმაოდ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს განათლების შენება, ჩვენი გეგმების რეალობად ქცევა შესაძლებელია.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური +995 595 36 99 98 info@friad.ge