რატომღაც სულ წარმომედგინა, რომ მშობიარობენ დიდ დარბაზში, აპარატურით რომ არის გადაჭედილი და ჩვიდმეტი ექთანი, სანიტარი და ექიმი ახვევიათ და ერთი ამბავია...
არადა, რომ გაიხსნებიან კარგად, გადმოიყვანენ ცალკე პალატასავით ჩვეულებრივ მყუდრო ოთახში და თვითონ მშობიარობაზე არის ერთი ან ჰა, ორი ექიმი, ის მეორე დგას და უყურებს, ერთი ბებიაქალი, ერთი სანიტარი იქვე და ვსო..
ნუ მეუღლე ან ვინმე თუესწრება ისიც...
ისე მშვიდად და შინაურად, გეგონება ჩვეულებრივი ამბავია
არადა, რაღაც მხრივ, მართლა ჩვეულებრივი ამბავია.
ოდესღაც რომ სახლში მშობიარობდნენ ქალები ან გომურებში, ეგეთი
და არა გაქაფული, ისტერიული ფაცური აქეთიქით და ვაიმევაიმე...
ჰო, მერე პირველი, რომელიც ვნახეთ, მესამე მშობიარობა იყო მამა რომ გამოვარდა პალატიდან, სისხლი მოსდის თუ რას ეძახით მაგას თქვენ, წყლებსოო
და ექიმი რომ შევიდა და ბუშტი მოხსნა, ანუ ნაყოფის წინ რა წყლებიც იყო, ისინი დააღვრევინა, თმა უკვე ჩანდა.
მერე შემოვიდა ექიმი და სანამ ქალი ერთი სამჯერ გაიჭინთა, თანაც ისე უბრალოდ, უწვალებლად და მე დედას ვუყურებდი, რომ მოვიხედე, აბა თავი თუ უფრო გამოჩნდა ბავშვისა-მეთქი, უკვე ხელში ეჭირა ბებიაქალს და "დაუწვინეთ დედას, დაუწვინეთო" იძახდა.
აი წკლაპანით გამოვიდა.
ჰოდა ვუყურებ და უცებ მივხვდი, მომდის ცრემლები ღვარღვარით
გავხედე მარის, ისიც აცრემლიანებულია,
ვუყურებთ ეგრე ერთმანეთს გაღრეჭილები დებილებივით და ვღვარღვარებთ;
მერე მამას ვეუბნები, გილოცავთ-მეთქი და ისიც კი კარგად სრუტუნებდა, მარა ცოტა ხანი თვალდაჭყეტილი დამაკვირდა, ამას რაღა ჯანდაბა ატირებსო...
ბიჯო, აი ჰო გეგონება, არაფერი, ამდროს ჰო ყველაფერი, მარა მაინც გეგონება, არაფერი. ბავშვი წეღან მუცელში იყო, ახლა დედას უწვენია მკერდზე და ათბობს.
ახალი სისოცხლე და ეგეთი პათეტიკური ფრაზები არ მაჩუყებს მე მოვკტე,
მარა მაინც საღვარღვარებელი რამეა;
ჰო, კიდე, მშობიარობის განმავლობაში მამა ჰო იდგა გვერდზე, აი, ერთი სული როაქვს, გაიშხლართოს, მარა ვერ გაიშხლართება, რას უყუროს და რაზე გადაიტანოს ყურადღება, სანამ მორჩება, რომ არ იცის და ეს ქალი მშობიარობს თავისთვის,
გეგონება, არანაირი კონტაქტი არ არის.
არადა ორივეს საქმე უნდა იყოს, ხელი ეჭიროს და თვითონაც ლამის მშობიარობდეს მამა დედასთან მიყურსული...
ნუ მარა ჰო ვერ მოსთხოვ, თავისი გასჭირვებია, სულ კანკალებს...
ჰოდა რომ მორჩა და ექიმი გამოიწია და მამა მივიდა და დახედა,
ამ ქალმა ამოხედა, კაცის სახე არ დამინახავს, მარა ამან ამოხედა
და 2 წამი უყურა და მერე თვალები დაუხუჭა...
და ნუ მაგაზე მეორე პირი მოვცხე...
იცით რა მომენტი იყოოო?
ძლიერი სექესი, სუსტი სქესი, ფემინიზმი, გენედერულ თანასწორობა და ეგეთი ბრახუნა რამეები სულ არ მაინტერესებს.
აი უბრალოდ,
ამ ქვეყანაზე ყველაზე რთული და ძირითადი საქმე ქალებს რომ აქვთ ჩაბარებული,
კაცები რო ვერაფრით ვერ იზამდნენ, ისეთი და რაც არ უნდა გვერდზე ედგნენ იმ წუთას,
მაინც ქალის სამშობიარო და მაინც ქალის გადასატანი და გასაკეთებელია
და მშობიარობისას ქალს სულ არ სცხელა იმ კაცისთვის,
იქით არც კი იყურება და მთლიანად თავის თავშია.
გეგონება , უუუუუუუუზარმაზარი საიდუმლო ამბავია, რომელსაც აგერ ამდენი ხალხი უყურებს და მაინც ამ ქვეყანაზე არავის საქმე არ არის დედის და ბავშვის გარდა,
არც მამის...
ის უნდა იდგეს ეგრე და კანკალებდეს...
და მერე ყველაფერი რომ მორჩება და ეს ქალი გააკეთებს იმ რაღაცა უსაიდუმლოეს, ურთულეს რაღაცას, ამოხედავს და თვალებს დახუჭავს ისე მფარველურად, დამამშვიდებლად - ეგარი, გავაკეთე და მოვრჩი;
ჩემი და შენი გასაკეთებელი, ორივეს მაგივრად მე გავაკეთე და აწი ვსოო,
აწი ისევ შენ ხარ კაცი და ისევ შენ იყავი მთავარი და ძლიერი სქესიო...
და ნუ გეშინიაო და მორჩა, ეგრე უმწეოდ ნუღარ დგახარ, აწი შენც შუაში ხარო;
და ის კონტაქტი, რაც გამწყდარი იყო აქამდე,
იმიტომ, რომ ეგ საკრალური ამბავი კაცის საქმე არ იყო, აი მაგ ერთ დახუჭვაში ისევ აღდგება
და აწი ყველაფერი ისევ ორივეს საქმეა...
მე ჰო წესით ქალი ვარ?
კიარადა, გოგო და ქალების პატივისცემა არ მესწავლება,
მარა აიმართლა მეც ცხრაჯერ უფრო დავაფასე...
არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს იყვირებს და იკივლებს და იწუწუნებს და რას იზამს,
ვინც მშობიარობს, ყველა, აი მაგის გაძლებისთვის.
ჰო, კიდე... პატარა ბავშვები სადაც ჰყავთ, ვისმა დედამაც საკეისრო გაიკეთა და ეგევე ვერ მიუყვანენ და დაუტოვებენ, მანდ ვიყავით და ვაიმე ვაიმე ვაიმე...
აი, მაგნაირი ტკბილი რამე რანაირად არსებობს?
და მაგნაირი ციცქნა, ციცქნა თოჯინები,
რბილუნები,
და ისეთები, რო აი უყურებ
და გინდა,შენც გყავდეს მაგნაირი.
აი მარტო შენი რო იქნება
აი შენი და შენ იქნები ყველაზე მნიშვნელოვანი ვინმე ამ ქვეყანაზე იმ თოჯინისთვის...
დასკვნა:
რაც გინეკოლოგიის სწავლამ ბავშვის გაჩენა გადამაფიქრებინა,
ის უკან გადმოვიფიქრე,
და ანესთეზიას კიდე არ გავიკეთებ არანაირს,
აიმენა ჟილკა მაქვს, მაინტერესებს, ტკივილისგან რო გადაგეკეტება, როგორი იქნება.
აბა ყოველგვარი წივილკივილის გარეშე თუ ვიზამ;
აწი ყოველ 29 სექტემბერს ვინმე მარიამს ექნება დაბადების დღე
და რა ეცოდინება, რომ ჩემი პირველი ნანახი მშობიარობა იყო
და ვულოცავ წინასწარ...
ნია ხაჭაპურიძე