დედისა და 10 წლის დის თანდასწრებით მე-14 სართულიდან გადახტა 14 წლის ნიკა ბულაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დედისა და 10 წლის დის თანდასწრებით 2 თვის წინ დაასრულა. მოზარდი დღის 4 საათზე მე-14 სართულიდან გადახტა.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანს ემუქრებოდნენ. ბულაშვილები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, პარალელურად კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავენ - ისინი ილია მეორეს სთხოვენ კურთხევას მართლმადიდებლური წესით წესის აგებაზე.
ბულაშვილები ამბობენ, რომ საშიშ ინტერნეტ თამაშის “ლურჯი ვეშაპს” საქართველოში მფარველები ჰყავს.
– 2 ოქტომბერს უკვე ორმოცია, ვთხოვთ პატრიარქს, მოგვცეს კურთხევა, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მოზარდის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის მეგობრებმა იციან, ვისგან მიიღო მათმა შვილმა სასიკვდილო დავალება.
– იციან, თუმცა მალავენ. თვითმკვლელობამდე 4 დღით ადრე სწორედ მათი დარეკვის შემდეგ ჩადიოდა ქვემოთ. ეტყობა, მათაც ემუქრებიან და ისე ალაპარაკებენ, როგორც არიგებენ, - აცხადებს ნიკას ბებია.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა 14 წლის მოზარდის კუთვნილი ტელეფონი წაიღეს, თუმცა დამატებით ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მოზარდმა საშიში ინტერნეტთამაშის თამაშს თავი დაანება, რის შემდეგაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
– როგორც გავიგეთ, ემუქრებოდნენ. ემუქრებოდნენ ოჯახით. თვითმკვლელობამდე ოთხი დღით ადრე ურეკავდნენ კლასელები, მეოთხე დღეს კი ბავშვი ამ ზომამდე მიიყვანეს, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
ოჯახის თქმით, თვითმკვლელობამდე ნიკას ხელზე საეჭვო ტატუ შენიშნეს. კითხვის ნიშანს ბადებს სუიციდის დროც.
– 24 რიცხვი, 14 წლის, მე-14 სართული, 4 საათი და ხელზე 5-ანი – შოკში ვარ… თუ იციან, დაბლოკონ ეს საიტები. ევროპაში ხომ დაბლოკეს?! – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
მისი თქმით, საშიშ თამაშში ჩართულები, გარდაცვალებამდე სურათებს იღებენ ან უღებენ მსხვერპლს, რომელსაც საზღვარგარეთ აგზავნიან.