’’არ ვნანობ, შვილი რომ არ მყავს, ის მძიმე ცხოვრება, რაც მე გავიარე, ჩემს შვილთან ერთად რომ გამევლო, ჩემთვის ორმაგი ტრაგედია იქნებოდა’’ - თემურ ქორიძე - მშობლები

’’არ ვნანობ, შვილი რომ არ მყავს, ის მძიმე ცხოვრება, რაც მე გავიარე, ჩემს შვილთან ერთად რომ გამევლო, ჩემთვის ორმაგი ტრაგედია იქნებოდა’’ - თემურ ქორიძე

2017-11-03 10:25:19+04:00

’’რისიც მეშინია და რაც ყველაზე მეტად მზარავს, არის ის, რომ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ დარჩნენ უჩემოდ’’

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ქორიძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. უკანასკნელ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობდა, რომ სიკვდილის არ ეშინოდა და საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად რთული ცხოვრების გზის გავლა მოუწია.

„სიკვდილის არ მეშინია... ოთხჯერ გადავიტანე ინფარქტი და ყველა ავადმყოფობა, ყველა ტკივილი ვიცი... ერთადერთი, რისიც მეშინია და რაც ყველაზე მეტად მზარავს, არის ის, რომ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ დარჩნენ უჩემოდ. ჩემთვის არ მინდა ჩემი სიცოცხლე, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ამაზე ვფიქრობ. ჩემი სიცოცხლე მინდა ჩემი ძმებისთვის, ჩემი ძმისშვილებისთვის, ახლობლებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის.

არ ვნანობ, შვილი რომ არ მყავს, რადგან ის მძიმე ცხოვრება, რაც მე გავიარე, ჩემს შვილთან ერთად რომ გამევლო, ჩემთვის ორმაგი ტრაგედია იქნებოდა. ჯოჯოხეთი გავიარე. არ დამკლებია წისქვილის ქვის თავზე დატრიალება და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ჩემს შვილებსა და შვილიშვილებზე რომ გადასულიყო... არ ვწუწუნებთ, მაგრამ დღემდე ძალიან მძიმე ცხოვრების გავლა გვიხდება მთელ ჩვენს ოჯახს..." - ამბობს ქორიძე.

ცნობილი კრიტიკოსი და ლიტერატურის მკვლევარი თემურ ქორიძე 27 ოქტომბერს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.