თანამემამულეებს მოუწოდა ქორწინების გარეშე შვილის გაჩენისკენ, თუ გათხოვება არ სურთ ეგვიპტელ ტელეწამყვან დუა სალაჰს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და დაახლოებით 568 დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ თანამემამულეებს მოუწოდა ქორწინების გარეშე შვილის გაჩენისკენ, თუ გათხოვება არ სურთ.
ერთ-ერთ ტელეარხზე გადაცემაში სალაჰმა მარტოხელა დედების საკითხი წამოჭრა. მისი თქმით, ეგვიპტეში ქალი მარტოხელა დედა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ დაქვრივდება ან განქორწინდება.
ტელეწამყვანმა წამოაყენა წინადადება, შეუძლია თუ არა ქალს ეგვიპტურ საზოგადოებაში ბავშვის აღზრდა ქორწინების გარეშე, საკუთარი სურვილით. მაგალითად, თუ დროებით ქორწინებაზე შეუთანხმდება, რომლიც მიზანიც მხოლოდ ბავშვის გაჩენა იქნება. თანაც, ტელეწამყვანი გადაცემაში გამოჩნდა საორსულე კაბით და "მუცელიც" ჰქონდა დამაგრებული.
გადაცემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წამყვანის სიტყვებით უკმაყოფილო ეგვიპტელმა იურისტმა სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ქალის გამონათქვამები უზნეოდ და ოჯახის ინსტიტუტისთვის ზიანის მომტანად ჩათვალა.
ჯარიმის გადახდის შემდეგ ტელეწამყვანს ალბათ არ დააპატიმრებენ და მას შეუძლია უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივროს განაჩენი.