ორი შვილის დედა კვლავაც ატარებს ექსპერიმენტებს და გასაოცრად უხდება ყველანაირი ვარცხნილობა (+ფოტოები) ნუკა კვალიაშვილი ცოტა ხნის წინ გახდა ორი შვილის დედა. ბავშვებს ძირითადად მარტო უვლის და ყურადღებიანი დედაა. გარდა ამისა, ნუკა ყოველთვის ახერხებს - ორსულობისასაც და შვილების მოვლის პერიოდშიც, რომ სულ ფორმაში იყოს და უფრო მეტიც - თამამი ექსპერიმენტები ატაროს გარეგნობაზე. რაც ყველაზე საოცარია, ნუკას ბევრი ფერი უცდია და ბევრნაირი ვარცხნილობა და ყველაფერი საოცრად უხდება. ამას თავადაც აღიარებს ხოლმე და ფეისბუქზე აქტიურად დებს ექსპერიმენტების შედეგებს.
კარგია, როცა ახალგაზრდა დედა ახერხებს, საკუთარი თავისთვის, თავისი გატაცებებისა და გარეგნობისთვისაც დაიტოვოს დრო და იყოს სულ ასეთ მშვენიერ ფორმაში.
ეს კი მოდური დედიკო ბავშვებთან ერთად