ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებს ფსიქოლოგთან ერთად განვიხილავთ ცოლ-ქმრის გაყრა თანამედროვე ქვეყანაში აღარავის უკვირს, მაგრამ, იქნებ ღირს შეინარჩუნოთ ოჯახი და არ შეუერთდეთ განქორწინებულ ქალთა არმიას...
ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებს ფსიქოლოგთან ერთად განვიხილავთ.
1. პატივი ეცით ერთმანეთს
ურთიერთპატივისცემაზეა აგებული ჰამონიული ოჯახური კავშირი. პარტნიორზე გაბრაზებული რომც იყოთ, ემოციებისა და სიტყვების კონტროლი გმართებთ.
2. ნუ შეადარებთ თქვენს ქმარს სხვებს
თქვენ გესიამოვნებათ მუდმივად სხვას რომ შეგადარონ? არა მგონია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოღიმარი წყვილის ფოტო ბედნიერ ოჯახზე მიუთითებდეს. არავინ იცის, რა ხდება მათ ურთიერთობაში სინამდვილეში.