ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მშობელი - მშობლები

ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მშობელი

2017-11-25 15:08:24+04:00

15 პაციენტიდან 14 ბავშვია და ერთი მშობელი სოფელ ოკამის მიმდებარედ ”ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რის გამოც 10-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.

ავარიის შედეგად დაშავებულები კასპის და გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მშობელი. ერთ-ერთი მიკროავტობუსით ბავშვები ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

15 პაციენტიდან 14 ბავშვია და ერთი მშობელი. მისივე ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო მშობლის მდგომარეობა კი მძიმეა და მისი გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ასევე იხილეთ: "მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე" - რას ფიქრობენ ექსკურსიებზე სოციალურ ქსელში