ვინ არის ელენე კოლელიშვილის რჩეული ზაზა კოლელიშვილისა და ნათია გოგოჭურის შუათანა ქალიშვილი ელენე კოლელიშვილი გათხოვდა. ჯვრისწერის ფოტოები ნათია გოგოჭურმა გაავრცელა სოციალურ ქსელში და შემდეგი სიტყვებით მიულოცა გაბედნიერება ქალიშვილს და სიძეს:
"გილოცავთ, დე, ამ ბედნიერ და მშვენიერ დღეს. მიყვარხართ და იმედიანად ვარ! ვიცი, ჩემეული სიყვარულით გიყვართ ერთმანეთი, რაც ნიშნავს ბედნიერსა და ლაღ ურთიერთობას, ბედნიერსა და ხალისიან ცხოვრებას, ბედნიერსა და მრავალფეროვან ყოველდღიურობას".
ელენე კოლელიშვილის რჩეული ჯაბა მელქაძეა, ჯი-დი-ეს-ის დირექტორი. ამავე არხზე მუშაობდა ელენე კოლელიშვილი.
ნათია გოგოჭურსა და ზაზა კოლელიშვილს ხუთი შვილი ჰყავს. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია მათი ვაჟი - მორაგბე ვიტო კოლელიშვილი. იხილეთ ქალბატონი ნათიას ოჯახური ინტერვიუ.