რა შეიძლება გამოგადგეთ საახალწლო საჩუქრებად - ამ დღეებში სულ გჭირდება რამე "ხელისდასამშვენებელი" - მშობლები

რა შეიძლება გამოგადგეთ საახალწლო საჩუქრებად - ამ დღეებში სულ გჭირდება რამე "ხელისდასამშვენებელი"

2017-12-01 05:30:38+04:00

საჩუქრების თემა ყველაზე აქტუალური მაინც საახალწლო დღეებშია... საჩუქრების თემა ყველაზე აქტუალური მაინც საახალწლო დღეებშია. სტუმრად მისულს თუ მასპინძლის ამპლუაში მყოფს, სულ გჭირდება რამე "ხელისდასამშვენებელი". მითუმეტეს, როცა ბავშვიან ოჯახში მიდიხართ ან ბავშვებიანი ოჯახი გყავთ სტუმრად.

"საჩუქრის ყიდვას რა უნდაო" - პოპულარული ფრაზაა, მაგრამ ბავშვის საჩუქარი, გარდა იმისა, რომ გასახარებელი უნდა იყოს, სასურველია შემეცნებითი ღირებულებაც ჰქონდეს მისთვის... მოკლედ, თუ ისეთი საჩუქარი დაგჭირდათ, რომელიც ბავშვს დანახვისთანავე მოხიბლავს, მისთვის სასარგებლოც იქნება და მომავალშიც გამოადგება, ეს ვარიანტი დაგაინტერესებთ:

mshoblebi

წიგნის მაღაზიებში ახლახან გამოჩნდა სერია, რომელსაც ოქროს კოლექცია უწოდეს. ეს საკმაოდ ეფექტური ფორმატის,დიდი ზომის წიგნებია ულამაზესი ყდებითა და ლაპლაპა, ილუსტრირებული ფურცლებით.

mshoblebi

მითებითა და კლასიკური ზღაპრებით წარმოდგენილი გამოცემები მალევე მოექცა გაყიდვების საუკეთესო ათეულში. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან წიგნები უმაღლესი ხარისხისაა "ბალიშა" ყდებითა და ძალიან მდიდარი ილუსტრაციებით. სწორედ ილუსტრაციები და კლასიკოსი მეზღაპრეების საოცარი სამყარო აქცევს მათ ასეთ მომხიბვლელ გამოცემებად.

mshoblebi

ძმები გრიმების უფლისწული ბაყაყი, ბრემენელი მუსიკოსები, ოქროს თევზი და რაპუნცელი, შარლ პეროს მძინარე მზეთუნახავი, წითელქუდა, კონკია, ცეროდენა თუ ჩექმებიანი კატა ნამდვილ მოგზაურობას მოუწყობენ პატარას ზღაპრულ სამყაროში.

mshoblebi

შინაარსის გარდა პატარა მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს საოცარი ილუსტრაციები. სწორედ საინტერესო და ხარისხაიანად შესრულებული ილუსტრაციები აძლევს ბიძგს ბავშვის წარმოსახვასა და ფანტაზიას. ნახატებით დაწყებული აზროვნება კი შემდგომში ძალიან ეხმარება შემეცნებით პროცესს. ამიტომ საბავშვო გამოცემებში ილუსტრაციები ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია და კარგადაც ფასობს. შესაბამისად, მათზე მოთხოვნაც და ფასიც დიდია. ეს სერია კი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად დაამზადა გამომცემლობა პალიტრა L-მა

mshoblebi

სერიის 4 წიგნი უკვე გამოსულია. ვფიქრობთ, მისი საჩუქრად მიღება ბევრ პატარს გაახარებს. შესაძლოა, ის თოვლის პაპის ხურჯინშიც მოხვდეს - წიგნი ხომ საუკეთესო საჩუქარია.