როგორები არიან ახლა გოგონები, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ულამაზეს ბავშვებად მიიჩნევდნენ მას ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში შეარქვეს რუსეთის ანგელოზი და მსოფლიოში ულამაზეს გოგონად იქნა მიჩნეული. 2009 წელს კრისტინა პიმენოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს LA ModelsЕе-სთან და ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. Little supermodel-ი (პატარა სუპერმოდელი) - ასე მოიხსენიებენ მას მოდური ჟურნალები.
კრისტინამ მოდელობა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. გოგონას მამა ფეხბურთელი რუსლან პიმენოვია, დედა - გლიკერია პიმენოვა, ახალგაზრდა მანეკენის პირადი მენეჯერია. მზრუნველი მშობლები არაფერს იშურებენ შვილის წარმატებისთვის.
მოდელის დედა შვილის ინსტაგრამს მართავს. გოგონას უკვე 1,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. პირველი პროფესიული ფოტოების შემდეგ პიმენოვა-უმცროსი საგრძნობლად გაიზარდა.
ახლა კრისტინა მხოლოდ 11 წლისაა. მიუხედავად ასაკისა, მან უკვე მოასწრო მუშაობა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Armani Junior, Prada, Burberry Silvian Heach-ი.
ასეთია ახლა კრისტინა:
კიდევ ერთი გოგონა, რომელზეც ბევრს საუბრობდნენ და ულამაზესად მიიჩნევდნენ, ტილან ბლონდო იყო. სულ რაღაც 5 წლის წინ დაიმსახურა მან მსოფლიოში ყველაზე ლამაზის ტიტული. გოგონა გაიზარდა და კიდევ უფრო დამშვენდა. მისი მამა ფეხბურთელი პატრიკ ბლონდო, ხოლო დედა - მსახიობი და ტელეწამყვანი ვერონიკა ლუბრია. გოგონას ნამდვილად გაუმართლა გენებში. მისი მშობლები ულამაზესები არიან! სულაც არ არის გასაკვირი, რომ გოგონა ნამდვილი საოცრებაა.
ყველაზე ლამაზ ბავშვად. ტილან ბლონდო სულ პატარა მიიყვანეს სამოდელო სააგენტოში. უკვე 4 წლის ასაკში გოგონა გამოდიოდა ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებებზე.
2011 წელს, როდესაც გოგონა გადაიღეს "ვოგის" საკმაოდ თამამ ფოტოსესიაზე, აგორდა სკალდალი, ყველა ითხოვდა პასუხს: შეიძლებოდა თუ არა პატარა ბავშვს მონაწილეობა მიეღო ასეთ თამამ გადაღებებში? ტილანის დედამ ასეთი პასუხი გასცა საზოგადოებას: "ერთადერთი, რამაც გამაოცა ფოტოსესიაზე, იყო ის, რომ ტილანს გაუკეთეს 3 მილიონი ევროს ღირებულების ყელსაბამი. დამიჯერეთ ჩემს შვილს არაჩვეულებრივი ცხოვრება აქვს. ეს არ არის ის, როგორც ცხოვრობს ის სინამდვილეში".
2014 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს კონკურსის ჩატარებას პატარა ბავშვების მონაწილეობით. ამასობაში ტილანი უკვე წამოიზარდა. ტილანი ამბობს: "ვგიჟდები ჩემს სამსახურზე. ძალიან მომწონს ახალ სტილისტებთან, ვიზაჟისტებთან შეხვედრა და ახალი სამოსის მორგება!"ახლახანს გოგონა გადაიღეს ფრანგი რეჟისორის ფილმში "ბელი და სებასტიანი: თავგადასავალი გრძელდება". 2016 წელს ტილანი მონაწილეობდა პარიზის მოდის კვირეულში. მას მოუხდა თანამშრომლობა ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილთან- ლილი- როუზ დეპთან. 2017 წლის აპრილში ტილან ბლონდოს 16 წელი შეუსრულდა. მიუხედავად კამათისა ბავშვთა სექსუალურობის თაობაზე, ტილან ბლონდოს საკუთარი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით. ის მიჰყვება თავისი ასაკისთვის შესაფერის ცხოვრებას და უბრალოდ სიამოვნებას იღებს მუშაობიდან. გარდა ამისა, მოზარდი გოგონა გატაცებულია მხატვრული ტანვარჯიშით და უცხო ენებით. ის კარგად საუბრობს იტალიურად.
მიუხედავად პოპულარობისა, არიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც პატარა ლამაზმანის დედას ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ბავშვობა წაართვა თავის შვილს. თქვენ როგორ შეაფასებდით ბავშვთა შრომის ექსპლუატაციას?