მათ შეძლეს და ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნეს ადამიანობა დღევანდელ სამყაროში, როცა ამდენი ძალადობა და სისასტიკეა, არც ისე იოლია ადამიანობის შენარჩუნება და ჩვეულებრივი თანაგრძნობის გამოჩენა ხიფათის დროს. მაგრამ ამ ადამიანებმა ეს შეძლეს და ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნეს ადამიანობა.
იორდანიელი ჯარისკაცი ხელებს უთბობს სირიელ ბავშვს, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეული ქალაქიდან გამოიყვანა. სირიის სამოქალაქო ომი, 2013 წელი
ქართველი ჯარისკაცი და ავღანელი ბავშვი. 2012 წ.
ჯოზეფ დუაიერს დაჭრილი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავს. ერაყის ომი, 2003-2011 წწ.
ბოსნიელი ჯარისკაცი ზრუნავს ბავშვზე, რომელიც ევაკუაციის დროს იხსნა. 1995 წელი.
რუს პოლიციელს ტერორისტების მიერ შეპყრობილი სკოლიდან დახსნილი პატარა მოჰყავს. ბესლანი, 2004 წელი
გერმანელი ჯარისკაცი მიუხედავად ბრძანებისა, რომ არავინ გაუშვას ბერლინის კედლის მეორე მხარეს, პატარა ბავშვს ეხმარება თავისი ოჯახის წევრებთან გადასვლაში. 1961 წელი.
ჯარისკაცი ერაყელ გოგონას ესაუბრება. 2011 წელი.
ავღანელ ჯარისკაცს ატირებული პატარა აფეთქების ადგილიდან მიჰყავს. ავღანეთის ომი, 2001-2014 წწ.
ჯარისკაცები პატარა შეშინებული გოგონას დამშვიდებას ცდილობენ. მეორე მსოფლიო ომი, 1944 წელი
ჟურნალისტი რაიმონდ უოკერი ხიდზე გამორბის ბავშვთან ერთად, რომელიც ესპანური სამოქალაქო ომის დროს გადაარჩინა. 1936 წელი.
ფრანგი ჯარისკაცი ოჯახს ეხმარება ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. 1938 წელი
ტუნისელი გოგონა ჯარისკაცს უწვდის ვარდს მას მერე, რაც სამხედროებმა უარი თქვეს დემონსტრანტებთან დაპირისპირებაზე და გამოაცხადეს, რომ "რევოლუციას დაიცავდნენ". ტუნისის რევოლუცია, 2011 წელი
სამხედრო სანიტარ რიჩარდ ბარნეტს ხელში უჭირავს პატარა, რომლის ოჯახი სროლის დროს დაიკარგა. ერაყის ომი, 2003 წელი
ჯარისკაცი წყალსა და საკვებს უნაწილებს ბავშვებს საიპანში. 1944 წელი.
ამერიკელი ჯარისკაცი და ავღანელი გოგონა. ავღანეთის ომი, 2010 წელი
ამერიკელ ჯარისკაცებს ჰოლანდიელი ბავშვები მიჰყავთ ცეკვებზე. მეორე მსოფლიო ომი, 1944-1945 წწ.