საერთაშორისო ექსპერტი ჩრდილოკორეელი ბავშვების შესახებ შოკისმომგვრელ ამბებს ჰყვება კიმ ჩენ ინის დიქტატურის პირობებში ბავშვებს სხვა ქვეყნების თანატოლებისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ. იმის გამო, რომ ქვეყანაში უამრავი პატიმარია, ბავშვების დიდი ნაწილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს ციხეებში, გამოსასწორებელ კოლონიებში.
მცირე ასაკის მიუხედავად, ბავშვებს სკოლებშიც კი უხდებათ მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამასთან, ისინი ვალდებულები არიან, დაესწრონ დამნაშავეების სიკვდილით საჯაროდ დასჯას.
ორგანიზაციის Human Rights Watch აზიის წარმომადგენლობის ხელმძვანელი ფილ რობერტსონი ჩრდილო კორეელი ბავშვების შესახებ შოკისმომგვრელ ამბებს ჰყვება. იმ ოჯახების შვილები, ვისაც ხელისუფლება მტრად განიხილავს, წლებს მშობლებთან ერთად ბანაკებში ატარებენ. რობერტსონის თქმით, ბანაკებში ჯოჯოხეთური სისასტიკეა.
"თუ მიიჩნევენ, რომ ოჯახების "გამოსწორება" შეუძლებელია, ბანაკებში მათ აწამებენ, აშიმშილებენ და სიკვდილამდე ამუშავებენ. ასეთი ოჯახები ბანაკებში მთელ ცხოვრებას ატარებენ.
უზარმაზარი სახლის მძიმე საიდუმლო - მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რომ "მესიად ექცია"
ფიზიკურად აწამებენ ბავშვებსაც, განათლებას მათ, ფაქტობრივად, არ აძლევენ. აიძულებენ, იმუშაონ საშიშ პირობებში, ეს კი ხშირად ბავშვების გარდაცვალებით სრულდება.
გოგონებს, მიაღწევენ თუ არა სქესობრივ მომწიფებას, სხვა პატიმრები აუპატიურებენ. თუ ვინმე გაქცევას ცდის, ან საჯაროდ სიკვდილით დასჯა, ანდა - წამება ემუქრება.
ეს ბანაკები არის ჯოჯოხეთის ჩრილოკორეული ვერსია და არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, ყველას ერთნაირად არაადამიანურად ეპყრობიან," - ამბობს რობერტსონი. გაგრძელება