პატარა საშკა ძალიან ჰგავს ბებიას როგორც ბევრმა იცის, ტრაგიკულად გარდაცვლილ ცნობილ მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ერთი ვაჟი დარჩა - ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც პირველ მეუღლესთან შეეძინა. ლევანი მამასთან ცხოვრობს ამერიკაში. იქვე შექმნა ოჯახი თამარ ლოლუასთან, რომელთანაც ვაჟი საშკა ჰყავს. პატარა ძალიან ჰგავს ბებიას.
როგორც ლევანის ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, ოჯახი ამჟამად საქართველოში იმყოფება. ბავშვს თბილისში არსებულ საბავშვო გასართობ ადგილებში დაატარებენ მშობლები და ფოტოებსაც დებენ სოციალურ ქსელში.