საქართველოში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ თურქეთის კლინიკაში იზრუნებენ მასზე როგორც ცნობილია, მსახიობ გიორგი მახარაძეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი ახლობლები და მეგობრები სრულიად საქართველოს სთხოვდნენ დახმარებას და გარკვეული თანხა შეგროვდა კიდეც. მსახიობი გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა - საქართველოში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სწორედ თურქეთის კლინიკაში იზრუნებენ მასზე.
სოციალურ ქსელში გიორგის ფოტო გავრცელდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
გიორგის გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას.
"მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ" - გიორგი მახარაძის მიმართვა