გავაფუჭე ყველაფერი, ჩემს შვილებსაც დავუნგრიე ცხოვრება... 39 წლის ნადია სულემანი, რომელსაც მსოფლიო "ოქტოდედის" სახელით იცნობს, 14 შვილს ზრდის მარტო. თუმცა როგორი დედაა, ეს ცალკე საკითხია, რადგან ხშირად კიცხავენ სხვადასხვა არაადეკვატური ნაბიჯის გამო და ადანაშაულებენ იმაში, რომ შვილებიც სახელის მოსახვეჭად გააჩინა.
ნადიამ რამდენიმე წლის წინ ანჯელინა ჯოლისთან მსგავსება გადაწყვიტა და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ძირითადად, მკერდი და ტუჩები გაიდიდა, სახის ნაკვთებიც შეიცვალა და მსოფლიოს გააცნო თავი, როგორც ანჯელინა ჯოლის ორეულმა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი.
1996 წელს გათხოვდა და სანამ ქმართან ცხოვრობდა, ხელოვნური განაყოფიერებით მოასწრო სამი შვილის გაჩენა. მერე ქმარს გაეყარა და ამ ბავშვებს კიდევ სამი მიუმატა. მაგრამ არც ეს იკმარა – როდესაც მისი უფროსი შვილების ასაკი 2-დან 7 წლამდე იყო, სწორედ მაშინ დაგეგმა "გრანდიოზული პროექტი" - 8 ტყუპის გაჩენა. მშობიარობის შემდეგ რეალური შოუს ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ნადიასა და მისი 14 შვილის ცხოვრებას ასახავდა.
ნადია მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფოტოებს, მონაწილეობდა სხვადასხვა გადაცემაში, საბოლოოდ წარმატებით იმშობიარა და ახალშობილებს, ისევე როგორც მის უფროს შვილებს, ბიბლიური სახელები დაარქვეს, თუმცა რვავეს მეორე სახელი ერთნაირი აქვს - ანგელოზი.
მოგვიანებით, როგორც "პროექტით" ივარაუდებოდა, საბუთებიც შეიტანა ბრენდის "ოქტოდედის" დასარეგისტრირებლად და რეალური შოუს გადაღებების კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. თუმცა მერე აღიარა, რომ საკუთარი ძალები ვეღარ გათვალა... "გავაფუჭე ყველაფერი, ჩემს შვილებსაც დავუნგრიე ცხოვრება... ნეტავ რაზე ვფიქრობდი? რა გავაკეთე? მაგრამ ძლიერი უნდა ვიყო".
ნადიას არა მხოლოდ ამდენი შვილის მოვლა გაუჭირდა, არამედ მუქარასაც ვერ გაუძლო საზოგადოების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვისაც მიაჩნდა, რომ ამდენი შვილი მხოლოდ და მხოლოდ ანგარების მიზნით გააჩინა.
როცა მისი ამბავი გაცხადდა, იმ ექიმს, ვინც ნება დართო, რვა ტყუპი გაეჩინა, ლიცენზია ჩამოართვეს, ხოლო კლინიკა, სადაც ხელოვნური განაყოფიერება მოხდა, სერიოზულად დააჯარიმეს.
ახლა ნადია თავის 14 შვილთან ერთად ცხოვრობს. მათგან სამს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ინვალიდობის შემწეობას იღებს. გარდა ამისა, ნადიას მათი რჩენაც უჭირს და სხვადასხვა პროვიკაციაზე თანხმდება ამის გამო. ბოლო პერიოდში სტრიპტიზკლუბში ცეკვავდა, რომ ფული ეშოვა. მერე გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს და კინაღამ ციხეშიც მოხვდა,