"ვინმეს რომ ეთქვა, სამი ბიჭის დედა იქნებიო, გამეცინებოდა..." მოდელი თაკო ჩხეიძე სამოდელო ასპარეზზე გამოჩენიდან დახვეწილობით გამოირჩოდა, ბევრს არასდროს საუბრობდა პირადზე, თუმცა ოჯახი მისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. როდესაც მისი მეუღლე რუსლან აბაშიძე სამსახურებრივი მოვალეობის გამო ესტონეთში გაემგზავრა, თაკო შვილებთან ერთად მეუღლეს თან გაჰყვა და დიასახლისის როლი მოირგო, ზრდიდა შვილებს, უძღვებოდა საოჯახო საქმეებს, დაჰყვებოდა მეუღლეს ოფიციალურ საქმეებზე... მეტიც, ოჯახის გამო ბევრ საქმიან წინადადებაზე თქვა უარი, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ ჩაება აქტიური ცხოვრების ფერხულში.
თაკოს და რუსლანს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი - სერგი როცა დაიბადა, თაკო ასაკით არ იყო დიდი, ამიტომაც ამბობს ხოლმე ინტერვიუებში, „ჩემი უფროსი ვაჟი და მე, რომ იტყვიან, ერთად გავიზარდეთ, ყველგან თან ვატარებდი... როცა გაიზარდა, ისევ მომინდა ბავშვების გაჩენა და ასე გავხდი სამი ვაჟის დედა. ვინმეს რომ ეთქვა, სამი ბიჭის დედა იქნებიო, გამეცინებოდა. არასოდეს თქვა არასოდეს - ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე ხდება. რაც დრო გადის ვხვდები, რომ ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება, რისი შექმნაც ქალს შეუძლია.”
სხვთა შორის, სერგი ძალიან ჰგავს თაკოს, თავად თაკომ კი ცოტა ხნის წინ დედის ფოტო გამოაქევყნა და მინდა გითხრათ, რომ დედა მოდელს სილამაზით ტოლს არ უდებს.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ დედის ფოტო
{{ArticleSplitCont}}
2018 წელს თაკო ავსტრიაში, კერძოდ ვენაში ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში შეხვდა. დაუვიწყარი ემოციებით სავსე მოგზაურობის ამსახველი ოჯახური ფოტოები მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"შეიძლება გოგოს დედაც გავხდე, წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - თაკო ჩხეიძე ოჯახსა და შვილებზე