მშობელი ხართ და ჯერ არ იცით იანუშ კორჩაკის შესახებ? დროა, გაიგოთ. იანუშ კორჩაკი ცნობილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელმაც თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა და მათ სიყვარულსვე შეეწირა. ვარშავის გეტოში მას ობოლთა თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი, სადაც 200 აღსაზრდელი ჰყავდა და მათ მზრუნველობას არ აკლებდა. 1942 წლის ზაფხულში პოლონელმა პარტიზანებმა შესთავაზეს იქიდან საიდუმლოდ გამოსვლა, რომ ფაშისტებს მისთვის რამე არ დაეშავებინათ. თუმცა იანუშმა უარი თქვა თავისი აღსაზრდელების გარეშე იქიდან გასვლაზე. მას არ სჯეროდა, რომ კრებლინკის გაზის კამერებში ელოდათ სიკვდილი. "ბავშვებს ხელს არ ახლებენ", - ამბობდა კორჩაკი... თუმცა ბავშვებს ხელი ახლეს... იანუში თავის აღსაზრდელებთან ერთად გაზის კამერებში დახოცეს...
თქვენ წინაშე იანუშის ათი მცნებაა მშობლებისთვის, რომლებიც ყველამ უნდა წაიკითხოს:
1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. დაეხმარე, იყოს ის, ვინც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი - თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. ნუ გადმოათნხევ შვილზე შენს წყენას, თუ არ გინდა, სიბერეში შავი პური ჭამო. გახსოვდეს, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
4. ნუ უყურებ მის პრობლემებს ზერელედ და ქედმაღლურად. ცხოვრება ყველასთვის თანაბრად რთულია და დარწმუნებული იყავი, მისთვის ის არანაკლებ რთულია, ვიდრე შენთვის, შეიძლება, მეტადაც კი, რადგან მას გამოცდილება არ აქვს.
5. ნუ დაამცირებ!
6. ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები - ბავშვებთან შეხვედრებია. მეტი ყურადღება მიაქციე მათ - არასდროს იცი ზუსტად, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ იტანჯავ თავს, თუ არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება შენი შვილისთვის, უბრალოდ გახსოვდეს: ბავშვისთვის არ არის საკმარისი გაკეთებული, თუ არ არის გაკეთებული ყველაფერი, რაც შესაძლებელია.
8. ბავშვი ტირანი არ არის, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ეუფლება, არ არის მხოლოდ ხორცისა და სისხლის ნაყოფი. ეს ის ძვირფასი ფიალაა, რომელმაც ცხოვრებამ მოგცა დასაცავად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის განსავითარებლად. ეს დედისა და მამის უანგარო სიყვარულია, რომელთაც უნდა გაზარდონ არა "ჩვენი", "საკუთარი" შვილი, არამედ დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გქონდეს უნარი სხვისი შვილის სიყვარულის. არასდროს გაუკეთო სხვის შვილს ის, რაც არ გინდა, რომ შენსას გაუკეთონ.
10. გიყვარდეს შენი შვილი, როგორიც უნდა იყოს ის - უნიჭო, უიღბლო, მოზრდილი. მასთან ურთიერთობა ყოველთვის უნდა გიხაროდეს, რადგან ბავშვი ეს დღესასწაულია, რომელიც შენთან მხოლოდ გარკვეულ დრომდეა.