ეს რჩევები დაგეხმარებათ, სახლი უფრო მარტივად მოაწესრიგოთ და ყველაფერს მიუჩინოთ ადგილი ეს რჩევები დაგეხმარებათ, სახლი უფრო მარტივად მოაწესრიგოთ და ყველაფერს მიუჩინოთ ადგილი. სიჩქარეში რამდენჯერ ვაგდებთ რაღაც ნივთს, სადაც მოგვხვდება? ზოგიერთს საერთოდ ვერ ვუძებნით ადგილს, ან ადგილი უბრალოდ არ გვაქვს სახლის სივიწროვის გამო... და საბოლოოდ უწესრიგობას ვიღებთ. ეს ხასიათსაც გვიფუჭებს, არადა, შეიძლება, მარტივად შეხედოთ მოვლენებს და პრაქტიკულ რჩევებს ენდოთ. არა მხოლოდ დიასახლისებმა, არამედ მათმა "ხელმარჯვე ოსტატმა" ქმრებმაც.
თუ მაისურებს მჭიდროდ და ვერტიკალურად ჩაალაგებთ, უჯრაში გაცილებით მეტი ჩაეტევა. გარდა ამისა, მარტივად დაინახავთ, სად რომელი ნივთი დევს.
კვერცხის ჩასადები (მუყაოსი) მოსახერხებლად ინახავს წვრილმან ნივთებს.
წებოვანი ლენტის ბოლო რომ იოლად იპოვოთ, უბრალოდ დაამაგრეთ მის პირზე მეტალის სკრეპი.
სუნელებისთვის განკუთვნილი მაგნიტის ქილები შეიძლება მაცივრის კარზე მიამაგროთ და ადგილი გაათავისუფლოთ სხვა რამისთვის.
კარგი იდეაა – სხვადასხვა სადენს მიაწეროთ ზედ, რა რისია. ეს ნერვებსაც დაგიზოგავთ და იოლადაც იპოვით საჭირო მათგანს.
რაც მეტი თარო აქვს დიასახლისს, მით უფრო იმარტივებს ცხოვრებას.
ინსტრუმენტებისა და სათამაშოების კედელი ფარეხში.
ნესტიან ამინდებში სარეცხის გასაშრობად კარგი იდეაა ჭერზე მიმაგრებული კიბე.
მაგნიტურ დაფაზე უპრობლემოდ შეიძლება მოთავსდეს მთელი კოსმეტიკა.
მოაჯირებზე დაკიდებული კალათები ლამაზიცაა და ბევრი სხვადასხვაგვარი ნივთის მოთავსებაც შეიძლება.
ეფექტური საშუალებაა სუფთა თეთრეულის თაროებზე შესანახად – ბალიშისპირში მოათავსეთ მისივე ნაკრების დანარჩენი ნივთები და იოლად იპოვით ხოლმე კომპლექტს.
მარტივად და მოხერხებულად შეიძლება სარეცხი საშუალებების მოთავსება ნიჟარის ქვეშ.
ტრიალა თეფში მაცივარში, ჰაერღუმელის თეფშის მსგავსი – კარგი იდეაა. მაცივარიც სუფთად იქნება და მის სიღრმეშიც არაფერი ჩაიკარგება.
პატარა ლითონის ნივთების შენახვა ადვილია მაგნიტის დახმარებით.
ქვაბებისა და ტაფების თავსახურების ერთად და მოხერხებულად დადებაც შეიძლება.
თაროებზე სარეცხი მანქანის შემოდგმაც კი შეიძლება, გათავისუფლებულ სივრცეს კი სარეცხის კალათებისთვის გამოიყენებთ.
თმის სამაგრები თუ სამაჯურები აღარ აგებნევათ, თუ მათ თუნდაც ჩვეულებრივ ბოთლზე ჩამოაცვამთ.
თუ ასე დაკეცავთ და შეინახავთ სვიტერებს, არ დაგეკუჭებათ.