თათული დოლიძე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობია თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომელშიც მეუღლესთან - ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე. ახლა კი ქალბატონი თათული ნინო ერისთავის სახელით გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და ახალი ელფერიც შეიტანა.
თათული 1952 წელს დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. მისი პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი ვანო გოგიტიძე, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. რაც ჟანრის ცოლია, მასთან ერთად ბევრ სპექტაკლშია დაკავებული.
ჟანრი ლოლაშვილი 1942 წლის 22 აპრილს დაიბადა. დაამთავრა 23-ე სკოლა. გამორჩეული მოსწავლე იყო. ყველა საგანი ერთნაირად იტაცებდა, მაგრამ ხატვა მაინც მეტად უყვარდა. ერთხანს ქართულ კინოსტუდიაში მხატვარ-მულტიპლიკატორად მუშაობდა, შემდეგ სწავლა მოსკოვში განაგრძო, მხატვარ-მულტიპლიკატორის კურსებზე. თბილისის თეატრალური ინსტიტუტიც დაამთავრა და ერთი წელი ზუგდიდის თეატრში მუშაობდა, შემდეგ რუსთაველში გადაინაცვლა. 1976 წელს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, 1981 წელს კი - სახალხო არტისტისა.
სხვათა შორის, ხატვა ასევე დიდი გატაცებაა მისი მეუღლის - ჟანრი ლოლაშვილის, რომელიც შესანიშნავი მხატვარია. და ხატვის ნიჭი და სიყვარული მათ ვაჟს - გიორგისაც გადაეცა მემკვიდრეობით.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე{{ArticleSplitCont}}
თეატრალური წყვილის სასიყვარულო ამბავი, რასაკვირველია, თეატრში დაიწყო და უკვე წლებია, გრძელდება.
ქალბატონ თათულის ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, სალომე და გიორგი.