არსებობს გარკვეული პარამეტრები, რომელთა საშუალებით დაადგენთ, აქვს თუ არა მეტყველების დარღვევა თქვენს შვილს ბავშვისთვის ლაპარაკის დაწყება ადვილი ამოცანა არ არის. ამისთვის ის დაბადებისთანავე ემზადება: ავარჯიშებს ფილტვებს, სახმო სიმებს, ენას, ტუჩებს. პირველი ბგერა და შემდეგ სიტყვა ამ ორგანოების გამუდმებული მუშაობის შედეგია. ბავშვის ალაპარაკებას სტიმული მშობლებმაც უბნდა მისცენ - ხშირად ელაპარაკეთ მას, ამ დროს სასაუბრო უნარები კარგად ვითარდება.
როგორ ველაპარაკოთ ახალშობილს
დაბადებისთანავე ტირილი პირველი ნიშანია იმისა, რომ პაწიას ყველაფერი რიგზე აქვს.
ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ტირილზე გამოხმაურებას ყოველთვის იღებდეს - ამით გრძნობს, რომ მისი ესმით. ეს მისი პირველი და ყველაზე მარტივი კომუნიკაციაა გარშემო მყოფებთან.
წაახალისეთ საუბრის მისი ყველა მცდელობა. გაეპასუხეთ, როცა საყვარლად ღუღუნებს, მუდმივად ელაპარაკეთ ალერსიანი ხმით, აჩვენეთ სხვა ადამიანები, ცხოველები, საგნები, უკითხეთ წიგნები.
თქვენ წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ამბავიც ესმით. არ გეგონოთ, ტყუილად ლაპარაკობთ. მოუყევით მას ისტორიები. მართალია, ინფორმაციას ვერ დაიმახსოვრებს, სამაგიეროდ ბგერებისა და სიტყვების მრავალფეროვნება აუცილებლად წაადგება.
მეტყველების ნორმები
მართალია, თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, მაგრამ არსებობს გარკვეული პარამეტრები, რომელთა საშუალებით დაადგენთ, აქვს თუ არა მეტყველების დარღვევა თქვენს შვილს.
2-4 თვის ბავშვი წარმოთქვამს პირველ ხმოვნებს (ა, ე, ო)
5-6 თვის ასაკში წარმოთქვანს თანხმოვნებს (ბ, პ, მ)
7-9 თვისა პირველი მარცვლებით გაგვახარებს (ბა, და, დე, მა). ზოგჯერ მათი გამეორების მცდელობაც აქვს, რის შედეგადაც პირველად გაიგონებთ სანატრელ "დედას".
10-12 თვის ასაკში პირველ გააზრებულ სიტყვას წარმოთქვამს
1,5 - 2 წლის ასაკში მარტივ წინადადებას უნდა ამბობდეს.
3 წლისას უკვე აზრის გამოთქმა უნდა შეეძლოს.
ბავშვი ყველა სიტყვას უნაკლოდ ვერ წარმოთქვამს. 2 წლამდე ბავშვი დიდივით ვერ ილაპარაკებს. ნუ იჩქარებთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეცდომით წარმოთქმული სიტყვა თქვენ შეუსწორეთ, ხშირად გაუმეორეთ, როგორ უნდა წარმოთქვას ის. მის "დიალექსტზე" ნუ გადაერთვებით.
ყურადღება:
თუ მისი მეტყველების განვითარების ტემპი ან წარმოთქმის მანერა ეჭვს ბადებს, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. დარღვევა, რაც დღეს ოდნავ არის გამოხატული, სასკოლო ან გარდატეხის პერიოდში შეიძლება სერიოზულ ნაკლად იქცეს.
ასევე იხილეთ: 4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს
მეტყველების დარღვევა რომ თავიდან ავიცილოთ - რჩევები ლოგოპედისგან