გთავაზობთ ლოგოპედის რამენიმე რეკომენდაციას, რომლიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს ბოლო დროს ბავშვებში მეტყველების პრობლემები საკმაოდ გახშირდა. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ გამართულად მეტყველებისთვის გარკვეული ზომების მიღება ადრეულ ასაკშივე საჭიროა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ბავშვი ენას იდგამს. გთავაზობთ ლოგოპედის რამენიმე რეკომენდაციას, რომლიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს.
დაიწყეთ საკუთარი თავით - ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს ჩვილობიდანვე. თუნდაც სიტყვაძუნწი იყოთ, მაინც უნდა ელაპარაკოთ პატარას. ბავშვი უკეთ აღიქვამს საუბარს, რასაც თან მოქმედება ერთვის. ამიტომ რასაც აკეთებთ, ეს სიტყვიერადაც გამოხატეთ.
ილაპარაკეთ მკაფიოდ - გამოკვეთეთ ყოველი სიტყვა და ფრაზა. ბავშვები ინტონაციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ამიტომ ყველა სიტყვა, რომელზეც ლოგიკური აქცენტი კეთდება, კდევ უფრო აშკარად გამოკვეთეთ. არაფრით არ ელაპარაკოთ ენის ჩლექვით!
გამეორება - სხვადასხვანაირი ინტონაციით რამდენჯერმე გაიმეორეთ ერთი და იგივე სიტყვა, რომელიც ბავშვისთვის ახალია.
არ ესაუბროთ გრძელი ფრაზებით
მხიარულად ელაპარაკეთ - დადებითი განწყობით გადმოცემულ სიტყვებს ბავშვი უკეთ ითვისებს.
ასწავლეთ ყველა ნივთის სახელი, რასაც კი ხელში აიღებს
არასოდეს დატოვოთ უსიტყვოდ ბავშვის ინიციატივა, როცა თქვენთან დალაპარაკებას ცდილობს.
როცა ლაპარაკი უნდა, პატივი ეცით მის ამ სურვილს
ასწავლეთ თამაშით, ისეთი სათამაშო სიტუაცია შექმენით, სადაც ხმოვანი ინტონაციები იქნება საჭირო.
არ სცადოთ, უსიტყვოდ გამოიცნოთ მისი სურვილი. შეიძლება წინდაწინ ხვდებით, მაგრამ მაინც აცადეთ, თავად გამოთქვას, რა უნდა.
დღიური აწარმოეთ. დააფიქსირეთ მისი ყოველი სიტყვიერი მიღწევა, ჩაინიშნეთ, რამდენი სიტყვა ესმის და რამდენს ამბობს.
დაეხმარეთ, რომ განავითაროს ფონეტიკური ბგერები. გაამეორებინეთ სიტყვათა წყვილები, სადაც ერთი ასოა განსხვავებული (ქარი-კარი-დარი).
უკითხეთ პატარ-პატარა ზღაპრები, უმეორეთ ლექსები - ბავშვები გამეორების გზით ბევრს სწავლობენ.
თითების ზუსტი მოძრაობა გამართულ საუბარში დაეხმარება. განუვითარეთ მცირე მოტორიკა - (ეს იგივე თითების ზუსტი მოძრაობაა).
მოთმინება გამოიჩინეთ - თუ ბავშვი ბგერებს არასწორად წარმოთქვამს, ნუ გაიცინებთ და ნუ გაიმეორებთ არასწორ ჟღერადობას. წამოთქვით სწორად და წაახალისეთ, რომ მანაც გაიმეოროს.
გახსოვდეთ, მხოლოდ დედას შეუძლია, ბავშვს ჰარმონიულ განვითარებაში დაეხმაროს. არ დაგავიწყდეთ, ხშირად შეაქოთ თქვენი შვილი და მისი წარმატებებისადმი სიხარული გამოხატოთ.
სტატიები ამავე თემაზე: 4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს