700 დოლარიანი სესხით დაწყებული მილიარდიანი ბიზნესი - მშობლები

700 დოლარიანი სესხით დაწყებული მილიარდიანი ბიზნესი

2018-01-25 14:33:55+04:00

წარმატებული ბიზნეს იდეები ზოგჯერ ძალიან უცნაურად იწყება წარმატებული ბიზნეს იდეები ზოგჯერ ძალიან უცნაურად იწყება და დასაწყისში წარმოუდგენელიც კი გახლავთ მათი განხორციელება, თუმცა მსოფლიოს ბიზნეს ისტორიაში არაერთი ასეთი მაგალითია.

ერთ-ერთი უცნაური ბიზნეს იდეა გახლდავთ 90-იანების საქართველოში ძალიან ცნობილი სათამაშოს, ე.წ. ცისარტყელას ბიზნესის წამოწყება.

მართალია საქართველოში მას ცისარტყელას უწოდებდნენ, მაგრამ აღნიშნული სათამაშოს ნამდვილი სახელწოდებაა Slinky, რაც შვედურიდან თარგმანში ნიშნავს იდუმალს.

Slinky-ის შექმნის ისტორია კი 40-იან წლებში, ერთ-ერთ გემზე დაიწყო.

მეზღვაური რიჩარდ ჯეიმსი ცდილობდა შეექმნა ზამბარა, რომელიც გემზე ბალანსის გაზომვაში დაეხმარებოდა.

საკუთარი გამოგონება მან სახლშიც წამოიღო, რათა მის სრულყოფაზე არასამუშაო საათებშიც ემუშავა. სახლში კი მას ელოდა ცოლი, სახელად ბეტი, რომელსაც კარგი ინტუიცია ჰქონდა.

ქმრის ზამბარის მიმართ მეზობლის ბავშვების მხრიდან ინტერესის გამოჩენის შემდეგ, რიჩარდ ჯეიმსის მეუღლეს, მისი სათამაშოს სახით გამოშვებისა და გაყიდვის იდეა გაუჩნდა.

ქალმა მარტივად მოახერხა ქმრის დარწმუნება და ბიზნეს იდეის განსახორციელებლად მათ 700 დოლარი ისესხეს.

სხვათაშორის, თუ მსგავსი, თუნდაც ერთი შეხედვით უცნაური ბიზნეს იდეა გაქვთ, მაგრამ საწყისი კაპიტალი არ გაგაჩნიათ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ 4finance-ს ბრენდს Kimbi.

„KIMBI - სწრაფი ონლაინ სესხი” - გახლავთ 500-დან 3 ათას ლარამდე ოდენობის თანხის მიღების საუკეთესო საშუალება, რადგან აქ გაიცემა სამომხმარებლო სესხები უზრუნველყოფის გარეშე, 3-დან 24 თვემდე ვადით.

რაც შეეხება ცისარტყელას ისტორიას, 700 დოლარიანი სესხის აღების შემდეგ, ცოლ-ქმარმა სათამაშოს 400 ეგზემპლარი გამოუშვა და 1 სათამაშოს 1 დოლარად გაყიდვა სცადა, მაგრამ მაღაზიები მათ აღებაზე უარს ამბობდნენ.

mshoblebi

ბოლოს როგორც იქნა ერთმა მაღაზიამ დაუთმო Slinky-ს საკუთარი თაროები და არც უნანია, რადგან 2 საათში ყველა სათამაშო გაიყიდა.

ამ წარმატებამ ცოლ-ქმარს მეტი სტიმული მისცა და საკუთარი მაღაზია გახსნეს.

Slinky ბავშვებისთვის იყო შექმნილი, მაგრამ სულ მალე მისით მოზრდილებიც დაინტერესდნენ.

მას ნახავდით ჯარისკაცების, ოფისის თანამშრომლების და უფრო მეტიც ფსიქიურად დაავადებული ადამიანების ხელშიც კი, რადგან მედიკოსებმა რიჩარდის ქმნილება ნერვების დამაწყნარებელ საშუალებად აღიარეს.

შედეგად, გახსნიდან 3 წლის შემდეგ გაყიდული იყო Slinky-ს 200 ეგზემპლარი.

მოთხოვნის ზრდისა და ვალუტის კურსის ცვლილების გამო, Slinky-ს ფასი 5 დოლარი გახდა.

ბოლო სტატისტიკის თანახმად კი 1946-2006 წლებში, სულ გაიყიდა Slinky-ს 700 მილიონი ეგზემპლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეხედვით უაზრო იდეამ ცოლ-ქმარს მილიარდ დოლარზე მეტი თანხის შოვნის საშუალება მისცა.

მოგვიანებით Slinky-ს ბრენდად ჩამოყალიბდა და სხვა სათამაშოების წარმოებაც დაიწყო.

რაც შეეხება მის შემქმნელებს, რიჩარდი და ბეტი ერთმანეთს დაშორდნენ და განქორწინების შემდეგ კომპანია ცოლის საკუთრებაში დარჩა.

R