"საშინელებათ სახლი" და სასამართლოზე არაადეკვატურად მოღიმარი დედა ჩვენ უკვე ვწერდით ამ გამაოგნებელ ამბავზე, რომელიც კალიფორნიაში მოხდა. წყვილს 13 შვილი ჰყავდა დაპატიმრებული სახლში. შვილების ასაკი 2-დან 29 წლამდე იყო. ზოგიერთი მათგანი ჯაჭვით იყო დაბმული, ისინი სხვადასხვა ოთახში ჰყავდათ დამწყვდეული წლების განმავლობაში. უმრავლესობა ახლაც საავადმყოფოშია, იმდენად იყვნენ დაუძლურებული უჭმელ-უსმელობისგან და უმოძრაობისგან.
14 იანვარს ერთმა, 10 წლის გოგონამ მოახერხა გამოქცევა და სამაშველო სამსახურში დარეკვა. სწორედ ამის შემდეგ გაიგო მსოფლიომ მწამებელი მშობლების შესახებ.
სასამართლო კვლავაც მიმდინარეობს. წყვილს აკრძალული აქვს შვილებთან მიახლოება და მათთან ყველანაირი ურთიერთობა.
56 წლის დევიდს და 49 წლის ლუიზას 94-წლიანი პატიმრობა ელით.
სასამართლოზე მოწმეების სახით გამოდიან მათი მეზობლები და ნათესავები. რამდენიმე ნათესავის თქმით, მათ არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა ოჯახთან დაკავშირების, თუმცა მხოლოდ ლუიზა ელაპარაკებოდათ ტელეფონზე და იმიზეზეზებდა, რომ საქმეები ჰქონდათ, შვილებსაც თითქოს არ ეცალათ - ხან იმიზეზებდა, თამაშობენო, ხან - ტელევიზორს უყურებენო და ნათესავებსაც არაფერი უეჭვიათ.
ჯერჯერობით წყვილი ბრალს არ აღიარებს და ბავშვების დედაც ხშირად სრულიად არაადეკვატურად იღიმება.