არა მარტო თქვენ, თქვენი პატარაც კმაყოფილი დარჩება ინგრედიენტები:
ბლინებისთვის:
2 ბანანი
4 კვერცხი
½ ჭიქა მშრალი შვრიის ფანტელი ("ჰერკულესი")
ცოტა დარიჩინი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
ალუბლის სოუსისთვის:
280-300 გრ უკურკო ალუბალი
½ ჭიქა წყალი
ნახევარი ლიმონის გახეხილი კანი
2 სუფრის კოვზი შაქარი
2 ჩაის კოვზი სახამებელი
მომზადება:
ეს ბლინები ისედაც ძალიან გემრიელი და განსაკუთრებულად სასარგებლოა, მაგრამ ალუბლის სოუსი საოცრად პიკანტურ გემოს სძენს.
პატარა ჯამში აურიეთ სოუსის ინგრედიენტები. დაახურეთ თავზე და საშუალო ცეცხლზე დადგით 5-10 წუთი, შესქელებამდე. თან პერიოდულად ურიეთ. თუ სახამებლისგან სოუსი მეტისმეტად მალე სქელდება, ცოტა წყალი დაამატეთ.
ბლენდერში აურიეთ ბლინების ინგრედიენტები. ათქვიფეთ დაახლოებით ერთი წუთი, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. შემდეგ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან. სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ ალუბლის სოუსით და ბანანის ნაჭრებით.