ბაგა-ბაღში 5 ბავშვის ინტოქსიკაციის გამომწვევ "საეჭვო" პროდუქტად ბანანიც დასახელდა - მშობლები

ბაგა-ბაღში 5 ბავშვის ინტოქსიკაციის გამომწვევ "საეჭვო" პროდუქტად ბანანიც დასახელდა

2018-01-31 14:52:59+04:00

თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა

დღეს თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღის 5 აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი "პრივატ კლინიკაში" იმყოფება. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბაგა-ბაღ "იმედის" აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"როგორც მთავარმა ექიმმა მითხრა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს", - აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა "საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი".

"საქართველოში ბავშვები დაბადებიდან 5 წლამდე არიან ტყვიით მოწამვლის რისკის ქვეშ" - საგანგაშო ინფორმაცია

ვირუსია თუ უბრალოდ, რაღაცამ "აწყინა"? - როგორ გავარჩიოთ ფაღარათის და გულის რევის მიზეზები