ეს ცნობილი პოეტის, მარინა ცვეტაევას ქალიშვილები არიან, რომლებიც მან ბავშვთა სახლში ჩააბარა...
ამბობდა, რომ უჭირდა ბავშვების გამოკვება: სამსახურიდან წამოვიდა. უინტერესო იყო სულელური ქაღალდების გადაწერა. როცა ბავშვები ჩააბარა უპატრონო ბავშვთა სახლში, განცხადება დაწერა და მიუთითა, რომ ისინი კარებთან იპოვა. სხვაგვარად (ცოცხალი დედის შემთხვევაში) ბავშვებს არ მიიღებდნენ ბავშვთა სახლში. თვლიდა, რომ იქნებ ასე გადარჩენილიყვნენ.
უფროსი მძიმედ დაავადდა, უმცროსი კი შიმშილით გარდაიცვალა...
"ასე უკეთესია, - წერდნენ ერთმანეთს მარინას ნაცნობები. - ბავშვს ხომ არაფერი უნახავს, ცემისა და შიმშილის მეტი..."
როგორც ისინი ყვებიან, სანამ ბავშვებს თავშესაფარში მიაბარებდა და ჯერ უფროსი ჰყავდა მხოლოდ, მარინა გამუდმებით დადიოდა პოეტურ შეკრებებზე. ორი წლის გოგონას კი საწოლის ფეხზე აბამდა და მარტოს ტოვებდა ბნელ ოთახში. საწოლის ქვეშ ვირთხები ცხოვრობდნენ. ბავშვის მიბმა საწოლის ფეხთან მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონამ ნაგვის ყუთიდან საჭმლის ნარჩენები შეჭამა.
შვილის დაკრძალვაზე მარინა არ მივიდა...