"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე - მშობლები

"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

2018-02-08 08:26:03+04:00

რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნოდო გუგეშაშვილი 33 წლის იყო, ის ვეტერანთა საბჭოში მუშაობდა, თუმცა წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს და მუშაობა ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო. მოგვიანებით ეს სამსახურიც დაკარგა და დედა-შვილი ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.

AMBEBI.GE დოდო და ნოდო გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა:

- სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ათი წუთით ადრე ვესაუბრე დოდოს ტელეფონზე, კვირას ვეტერანების ღონისძიებაა დაგეგმილი და ამის შესახებ ვსაუბრობდით. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. სულ ერთად ვიყავით და არასოდეს უთქვამს, ვინმე თუ უთვალთვალებდა ან ემუქრებოდა.

განაგრძეთ კითხვა