ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, პაატა ხაჩიძისა და მისი მეუღლის, ლილე გულორდავას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო... ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, პაატა ხაჩიძისა და მისი მეუღლის, ლილე გულორდავას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ერთწლიანი გაშორების შემდეგ, წყვილი შერიგდა.
პაატამ ამ პერიოდში ბევრი რამე გადააფასა, ოჯახურ ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედა, შეიძლება ითქვას, თვალი აეხილა და ცოლ-ქმარმა ცხოვრების ერთად გაგრძელება მოულოდნელად გადაწყვიტა.
- გაშორებაზე ხმამაღლა საუბარს ყოველთვის თავს არიდებდით, განსაკუთრებით კი თქვენ, ლილე. ამ თემაზე საუბარი ალბათ ძალიან გიმძიმდათ.
ლილე: მიმაჩნია, რომ ჩემსა და პაატას შორის რაც მოხდა, საჯარო განხილვის თემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს საკითხი მხოლოდ ჩვენ ორს გვეხებოდა. პრესიდანაც და ტელევიზიიდანაც მირეკავდნენ. თუმცა, ამ თემაზე უარს ვამბობდი. ის, რაც ორ ადამიანს პირადად ეხება, არ მიმაჩნია, რომ მასამ უნდა იცოდეს.
პაატა: ამ ხნის განმავლობაში არაერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ჩვენს ურთიერთობაზე საერთოდ არაფერი მითქვამს. ეს თემა დახურული იყო. პირად ცხოვრებას რაც უფრო მოვუფრთხილდებით, მით უფრო უკეთესად წარიმართება.