"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... 96 წლის დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა. ის იყო ჩე­მი იმე­დიც, ძა­ლაც, სიმ­შვი­დეც..." - მშობლები

"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... 96 წლის დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა. ის იყო ჩე­მი იმე­დიც, ძა­ლაც, სიმ­შვი­დეც..."

2018-02-11 12:06:21+04:00

"ვიცი, რა არის ხელ­მოკ­ლე­ო­ბა, გან­საც­დე­ლი... რა არის, რო­ცა კუ­ჭი "თა­ვი­სას ით­ხოვს" ან ჩა­საც­მე­ლი არა­ფე­რი აქვს კაცს" "იცით, რა­ტომ იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­დიშს? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რა­მეს აშა­ვე­ბენ ან რა­ღაც ეშ­ლე­ბათ, არა? ზოგ­ჯერ კი ამ მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შეც, მხო­ლოდ გუ­ლახ­დი­ლო­ბის გა­მო იხ­დი­ან ბო­დიშს, რად­გან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სიტ­ყვა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა. ეს არის ზღვა­რის წაშ­ლა და სახ­ლის იმ კუნ­ჭულ­ში შე­ხედ­ვა, სა­დაც ალ­ბათ არა­სო­დეს შე­ა­ხე­დებ­დით ვინ­მეს..."

თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ბო­დი­შა:

- დი­დი ბო­დი­ში მკით­ხველს, რომ ასე გუ­ლახ­დი­ლად გიყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფერს და რომ შე­იძ­ლე­ბა თავ­საც ვახ­ვევ ჩემს ცხოვ­რე­ბას. ამას ვიტ­ყვი თავ­შიც და ბო­ლო­შიც...

არ უთ­ქვამს, რა რთუ­ლია ილა­პა­რა­კო სა­კუ­თარ თავ­ზე, თა­ნაც გუ­ლახ­დი­ლად; არ უთ­ქვამს, რომ ამას გამ­ბე­და­ო­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა... ამას ყვე­ლა თა­ვად მიხ­ვდე­ბა.

წლე­ბის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებს დაჰ­ყუ­რებს. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მი­სი ხმა სიმ­ღე­რა­სა­ვით ჟღერს მა­ში­ნაც, რო­ცა სუ­ლაც არ მღე­რის და ძა­ლი­ან სევ­დი­ან ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ეს ბე­დის­წე­რა­სა­ვი­თაა. ვუს­მენ, რო­გორ მი­ამ­ბობს კოჯ­რის სკო­ლა­ზე, რო­მე­ლიც წით­ლე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით აუ­გი­ათ. მე­რე რო­გორ ინ­გრე­ვა ის სკო­ლაც, იმი­ტომ რომ სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს... რო­გორ პო­უ­ლო­ბენ წყა­როს უკან გა­დაყ­რილ ჩუ­ქურ­თმი­ან ქვებს და რო­გორ მი­აქვთ იქ, სა­დაც მა­თი ად­გი­ლია - დაშ­ლი­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­წა­ზე. ქვე­ბი დუ­მან და თა­ვის ჟამს ელი­ან...

ცხოვ­რე­ბა­შიც არის რა­ღაც იდუ­მა­ლი, ისიც თა­ვის ჟამს ელის... წლე­ბის წინ, მა­გა­ლი­თად, რო­ცა კოჯ­რის ტყე­ში მი­დი­ო­და გი­ტა­რა­ზე მა­ლუ­ლად დასაკ­რავად, სხვას რომ ეთ­ქვა, ალ­ბათ არ და­ი­ჯე­რებ­და, ერთ დღეს სტი­ქა­რს თუ ჩაიცვამდა. ვერც იმას და­ი­ჯე­რებ­და, რომ სტი­ქა­როს­ნო­ბამ­დე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გახდებოდა.

ვინ იცის, რას მო­ი­ტანს ჟა­მი ახალს... ჩვენ იმა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რაც უკ­ვე მო­ი­ტა­ნა...

* * *

- კო­ჯორ­ში ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, VII კლა­სამ­დე - ხუ­თებ­ზე. დამ­პირ­დნენ, თუ ხუ­თებ­ზე ის­წავ­ლი, ვე­ლო­სი­პედს გი­ყი­დი­თო. ვე­ლო­სი­პე­დი კი ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. ეტ­ყო­ბა, მე­გობ­რებ­ში და­ვიტ­რა­ბა­ხე კი­დეც, ნა­ხეთ, მა­ლე ვე­ლო­სი­პე­დი მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. არა­და, მშობ­ლებს ისე გა­უ­ჭირ­დათ, ვე­ლო­სი­პე­დი კი არა, არაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ იყო. მეწ­ყი­ნა, პი­რო­ბა რომ არ ამის­რუ­ლეს და აღარ ვსწავ­ლობ­დი... ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა, რომ მახ­სენ­დე­ბა...

ფი­ზი­კუ­რი შრო­მა თუ გა­მო­მიც­დია? რო­გორ არა! დი­დი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, კარ­ტო­ფილს ვრგავ­დით. მე­ა­თედ ჰექ­ტარ­ზე რომ და­მა­ყე­ნებ­დნენ და ვთოხ­ნი­დი, უნ­და გე­ნა­ხათ. ტყე­შიც დავ­დი­ო­დი შე­შა­ზე... "ტარ­ზა­ნი" რომ შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი მივ­დი­ო­დით ტყე­ში, ვკი­დებ­დით თო­კებს და იყო ერ­თი ტყა­პატ­ყუ­პი. და­ჟე­ჟი­ლი ვბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლებ­ში.

mshoblebi

ფი­ზი­კუ­რი შრო­მა თუ გა­მო­მიც­დია? რო­გორ არა! დი­დი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, კარ­ტო­ფილს ვრგავ­დით. მე­ა­თედ ჰექ­ტარ­ზე რომ და­მა­ყე­ნებ­დნენ და ვთოხ­ნი­დი, უნ­და გე­ნა­ხათ. ტყე­შიც დავ­დი­ო­დი შე­შა­ზე... "ტარ­ზა­ნი" რომ შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი მივ­დი­ო­დით ტყე­ში, ვკი­დებ­დით თო­კებს და იყო ერ­თი ტყა­პატ­ყუ­პი. და­ჟე­ჟი­ლი ვბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლებ­ში.

დავ­ქორ­წინ­დით. ორი­ვე ვმუ­შა­ობ­დით. ამო­ვი­სუნ­თქე... ახ­ლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, რა იყო ეს ამო­სუნ­თქვა? არა­ფე­რი. სიყ­ვა­რუ­ლის ფონ­ზე გა­ჩე­ნი­ლი თვით­და­ჯე­რე­ბა, რომ არა­ფე­რი გვაკ­ლია.

ცხოვ­რე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლი გახ­და... მაგ­რამ რაც გა­მოც­დი­ლი მქონ­და, არა­სო­დეს დამ­ვიწ­ყე­ბია. ახ­ვე­დი თუ ჩა­მოხ­ვე­დი კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. შენ ხომ იცი, რა არის ხელ­მოკ­ლე­ო­ბა, გან­საც­დე­ლი... რა არის, რო­ცა კუ­ჭი "თა­ვი­სას ით­ხოვს" ან ჩა­საც­მე­ლი არა­ფე­რი აქვს კაცს. ამას ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბი, სულ არ მჭირ­დე­ბა, რომ ვინ­მემ მი­ამ­ბოს. მე ხომ ეს გზა გა­ვი­ა­რე... ეს რომ არ გა­მევ­ლო, ვაი, რა ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და სუ­ლის და­ა­მე­ბა!

ორი წლის წინ და­ვობ­ლდი... 96 წლის დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა. ის იყო ჩე­მი იმე­დიც, ძა­ლაც, სიმ­შვი­დეც... მინ­დო­და, დე­და­ჩე­მი და მი­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ერ­თად შე­მე­ყა­რა და ყვე­ლა­სთ­ვის მო­მევ­ლო. ჭა­ღა­რა შვი­ლი რომ მი­ვი­დო­დი და მეტ­ყო­და, მო­გიკ­ვდეს დე­და, რო­გორ და­ი­ღა­ლეო... ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის. იხილეთ სრულად