დაგეგმილი თუ შემთხვევითი პაემანი, რომელია უფრო სასურველი? დაგეგმილი თუ შემთხვევითი პაემანი, რომელია უფრო სასურველი? სანამ თქვენ დასმულ კითვაზე პასუხს ფიქრობთ, შეიძლება აღმოაჩინეთ კიდეც, რომ შემთხვევითი პაემნის ეფექტი საკუთარ თავზე ჯერ არ გამოგიცდიათ.. ამ საინტერესო თავგადასავალში კი "ბიბლუსის" ახალი ინიციატივის დახმარებით ადვილად აღმოჩდებით. შემთხვევითი პაემნების ფარგლებში წიგნები ისეა შეფუთული, რომ მყიდველმა არ იცის, რომელ წიგნს ყიდულობს. პროექტისთვის მხატვრული ლიტერატურიდან ბოლო პერიოდის ბესტსელერი წიგნებია შერჩეული, რომლებიც პერიოდულად განახლებადია. თითოეულ შეფუთვაზე პატარა ხელნაკეთი მინიშნებაა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გამოიცნოს, თუ რომელი შეფუთვის ქვეშ რომელი წიგნი იმალება.
სპეციალურად 14 თებერვლისთვის ჭავჭავაძის #7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" თემატური შეფუთვებით გელოდებიან წიგნები შემთხვევით პაემანზე. თუ ვალენტინობის დღე თქვენთვის მნიშვნელოვანია და საყვარელი ადამიანისთვის ორგინალურ, თანაც საინტერესო საჩუქარს ეძებთ, მაშინ საინტერესო შეფუთვებში დამალული ბესტსელერები ნამდვილად საუკეთესო არჩევანი. მათი ფასი სულ რაღაც 9 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე მერყეობს.
ასე რომ გაქვთ შესაძლებლობა გამოსცადოთ შემთხვევითი პაემნის ეფექტი ჭავჭავაძის ბიბლუსი გალერეაში წარმოდგენილ სპეციალურად შეფუთულ წიგნებთან შეხვედრით, რომლის შიგთავსის შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ სასურველ შეფუთვას და წიგნის შეძენის შემდეგ გაიგებთ რაზე შეაჩერეთ არჩევანი. ეს ფაქტი კი წიგნის შერჩევის პროცესს უფრო საინტერესოსა და ამოუცნობს ხდის.