ერთობლივი დასვენების შემდეგ, ვალენტინობას წყვილმა ურთიერთობის გასაჯაროება გადაწყვიტა ქეთა თოფურია და რეპერი გუფი თავიანთ გრძნობებს აღარ მალავენ. ჯერ ხმები გავრცელდა, რომ უცხოურ კურორტზე ისვენებდნენ ერთად. ამ ხმებს მოგვიანებით წყვილი თავადაც გამოეხმაურა. მათ ორივემ თავიანთ გვერდებზე დადეს ფოტოები.
ქეთამ ფოტო შემდეგნაირად დაასათაურა - Puzzle, ხოლო ფოტოს მეორე ნაწილი, ინსტაგრამის გვერდზე გუფიმ დადო და საკმაოდ შთამბეჭდავი სათაური გაუკეთა: "Love is in the air". ფოტოების შეერთება უკვე აღარ იყო დიდი პრობლემა თაყვანისმცემლებისთვის:
ახლა კი რეპერმა ინსტაგრამზე უკვე ღიად დადო ქეთასთან ერთად გადაღებული ფოტო. როგორც ჩანს, ვალენტინობას წყვილი ერთად შეხვდა და აღარც მალავენ, რომ ერთად ბევრ დროს ატარებენ.
ფოტოზე ქეთა და გუფი მანქანის უკანა სავარძელზე, ინტიმურ გარემოში სხედან.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ ფოტო
{{ArticleSplitCont}}
თაყვანისმცემლები ოვაციებით შეხვდნენ ამ ფოტოს და მიუწერეს კომენტარებში, რომ კარგია, თუ აღარ დამალავენ ურთიერთობებს, ისედაც უკვე ყველამ იცის, რომ ერთმანეთს ხვდებიან.
ქეთა სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კურორტიდან, სადაც ოლივიაც ახლდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ საკმაოდ კარგ ფორმაშია და კარგადაც გრძნობს თავს.