"ეს ჩემმა მამიკომ გააკეთა" რაზეა წამსვლელი მოსიყვარულე მამა თავისი შვილისთვის? კოლორადოს მაცხოვრებელმა 42 წლის გრეგ უიკჰერსტმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. ის ერთი წლის წინ ცოლს გაშორდა და მისი 3 წლის ქალიშვილი საცხოვრებლად მასთან დარჩა.
«თავიდან, „ცხენის კუდის“ შეკვრაც კი არ შემეძლო წესიერად. ჩემი გოგონა საბავშვო ბაღში დადიოდა და არ მინდოდა, იქ თმაგაჩეჩილს ევლო მარტო იმიტომ, რომ მამიკომ არ იცის ვარცხნილობის გაკეთება », - ყვება გრეგი.
ის კოლეჯში მუშაობდა, სადაც კოსმეტოლოგიის ფაკულტეტიც იყო. გრეგმა დახმარებისთვის სტუდენტებს მიმართა.
«მაჩვენეს, როგორ უნდა დამეწნა უბრალო და ფრანგული ნაწნავი. კიდევ რამდენიმე საინტერესო ვარცხნილობა ვისწავლე».
სახლში ბევრს ვარჯიშობდა თავისი პატარა გოგონას თმაზე და ცოდნასაც იღრმავებდა სტუდენტებთან. როდესაც მართლა კარგად გამოუვიდა, დაიწყო ექსპერიმენტების გაკეთება და საავტორო ვარცხნილობების მოფიქრება.
თავისი ნამუშევრების ფოტოებს Facebook-ში აზიარებდა. მოგვიანებით კი Youtube-ზე გაჩნდა მისი არხი - The Hair Dad, სადაც ის დეტალურ ინსტრუქციებს იღებს და აქვეყნებს.
«ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ სხვა მშობლებსაც ეხმარებათ ჩემი ვიდეოები».
იზის კი ძალიან მოსწონს თავისი ვარცხნილობები. როდესაც მას ეკითხებიან, თავად გაიკეთა თუ არა ეს ვარცხნილობა, სიამაყით პასუხობს: «ეს ჩემმა მამიკომ გააკეთა!»