29 წლის მარტოხელა, ორი შვილის დედა მძიმე სენს ებრძვის - მშობლები

29 წლის მარტოხელა, ორი შვილის დედა მძიმე სენს ებრძვის

2018-02-18 07:24:22+04:00

"როცა სხვას უჭირდა, სალომე გვედგა გვერდით, გვეხმარებოდა. დღეს, თვითონ დგას იგივე პრობლემის წინაშე"

სალომე ჭიათანავა 29 წლის მარტოხელა, ორი შვილის დედაა, რომელიც მძიმე სენს ებრძვის. მას მელანომა აქვს, მე-3 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და მკურნალობისთვის საჭიროა 40 000 ლარი. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომეს ახლობლებმა და მეგობრებმა გაავრცელეს.

"ცოტა ხნის წინ, როდესაც სხვას უჭირდა, სალომე გვედგა გვერდით და მთელი ძალებით გვეხმარებოდა.

დღეს, სალომე დგას იგივე პრობლემის წინაშე, დავეხმაროთ გთხოვთ , შანსები დიდი აქვს!

დავეხმაროთ ანანოს და ნიას დედიკოს გადარჩენაში.

სალომეს მელანომას მე-3 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და მისი მკურნალობისთვის საჭიროა 40 000 ლარი.

მისთვის თითოეული ლარი და წუთი მნიშვნელოვანია. გთხოვთ დაგვეხმაროთ გავრცელებაში და გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან გადარიცხული თითო ლარითაც კი შეგვიძლია წვლილის შეტანა.

mshoblebi

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის და გვჯერა, რომ ამას შევძლებთ ყველანი ერთად.

საქართველოს ბანკი

GE84BG0000000100591596

მიმღები სალომე ჭითანავა