რა უცნაური სახელი დაარქვა ნათიამ ნანატრ გოგონას მომღერალი ნათია დუმბაძე ორსულობის ბოლო თვეებში ქმართან ამერიკაში გაემგზავრა და გუშინ „ნანატრი“ გოგონაც გააჩინა. ნანატრი იმიტომ, რომ პატარამ ამქვეყნად მოვლენა ცოტა „დაგვიანა“. მის მოლოდინში მშობლებმა ვალენტინობა და ჩინური ახალი წელიც ჩაატარეს.
რადგან ვალენტინობას პატარამ დაბადება არ ისურვა, ნათიამ მისთვის განკუთვნილი ბოდე, მუცელზე მიიდო და ფოტო გადაიღო, რომელსაც მიაწერა:
„გვეგონა, დღეს მაინც ჩავაცმევდით...
#myfirstvalentinesday
გელოდებით, ჩემო სიყვარულის ბაია“.
რამდენიმე დღეში ჩინური ახალი წელიც აღნიშნეს ამერიკაში, პატარის მომლოდინე ნათია ამ დღესასწაულსაც არ დააკლდა და აღნიშნა, „ჩინური ახალი წელიც მოვასწარით“-ო.
უკვე 18 თებერვალს კი ელეი დაიბადა, გახარებულმა დედიკომ ეს მნიშნელოვანი მოვლენა ფესიბუქით საშუალებით ამცნო საზოგადოებას.
„ 02.18.18 დაიბადა ჩვენი ნანატრი “ელეი”. 4.225 კგ! დუდუ გვიყვარხარ, დეეეეეეეეე“.
თეკლა ჟვანია