მხატვარი შვილს მანამდე უნთებდა თვალებთან ასანთს, სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა "მტირალა ბიჭუნა” - ასე ჰქვია იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბრაგოლინის ამ ფერწერულ ტილოს, რომელსაც საოცარი ლეგენდა უკავშირდება.
როგორც ამბობენ, მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭა და მენატურედ თავისი პატარა შვილი აიყვანა. რადგან პატარას დაკვეთით ტირილი არ შეეძლო, მამამისს კი რეალისტური სურათის დახატვა სურდა, მხატვარი შვილს მანამდე უნთებდა თვალებთან ასანთს, სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ მის ვაჟს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის, მაგრამ ხელოვნება უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები და კვლავ აგრძელებდა მის წამებას მანამ, სანამ ერთხელაც ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ არ იყვირა: „თავადაც დამწვარხარ!..“
...2 კვირის თავზე, ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა. სულ მალე მათ სახლში ხანძარი გაჩნდა და მხატვარი შიგნით ამოიწვა. სურათი გადარჩა…
1985 წელს ნახატი ინგლისში აღმოჩნდა, რეპროდუქციებიანად, თუმცა იქ დაწყევლილი ნახატის სახელი გაუვარდა - ჩრდილოეთ ინგლისში ერთიმეორის მიყოლებით იწვოდა საცხოვრებელი სახლები, იყო მსხვერპლიც. ზოგიერთი დაზარალებული იხსენებდა, რომ მათი საკუთრებიდან გადარჩა მხოლოდ იაფი რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭუნა. ამგვარი ცნობების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა.
მოგვიანებით ისიც დადგინდა, რომ ხანძარი ჩნდებოდა იმ ოთახიდან, სადაც ეს სურათი იყო შენახული ან კედელზე დაკიდებული. ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ, რომ არა ერთი გარემოება: ნახატის ირგვლივ ხანძრისგან უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა, რეპროდუქციას კი ცეცხლი არ ეკარებოდა. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა...
ამ ნამუშევრის ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება, თუმცა ტილომ მსოფლიოში გაითქვა სახელი...