"ჩვენი გეგა... ვერ ვიჯერებ" - ვინ იყო პატარა მხატვარი ბიჭი, რომლის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული - მშობლები

"ჩვენი გეგა... ვერ ვიჯერებ" - ვინ იყო პატარა მხატვარი ბიჭი, რომლის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული

2018-02-21 19:36:59+04:00

"სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა გეგას ამბავი. სშინლად მწყდება გული ამ საყვარელ ბავშვზე" "სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა გეგას ამბავი. სშინლად მწყდება გული ამ საყვარელ ბავშვზე... ტყუპების კლასელი იყო და 6 წლიდან ვუყურებდი... სასტიკად განვიცდი...

ხვალ გაასვენებენ ამ სიკეთეს".

მაია კაჭკაჭიშვილი

"ჩვენი გეგა... ვერ ვიჯერებ... აცხონოს უფალმა მისი სული..."

ზურაბ სულაკაური

"ჩემმა გეგამ გული მომიკლა..."

ზაალ სულაკაური

ეს სევდა და ტკივილი პატარა გეგა პატურაშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას მოჰყვა. ბიჭი ძალიან კარგად ხატავდა, ზაალ სულაკაურთან დადიოდა, მიღებული ჰქონდა ჯილდოები, ასევე მონაწილეობდა "კომედი არხის" საბავშვო სკეტჩებში და ძალიან ბევრ სითბოს და ენერგიას ავრცელებდა გარშემო...

mshoblebi

როგორც ახლობლები ამბობენ, გეგას გულის და შაქრის პრობლემები ჰქონდა და თრომბით გარდაიცვალა.

ჩვენც ვუსამძიმრებთ ოჯახს და გთავაზობთ გეგას რამდენიმე ნახატს.

mshoblebi

იხილეთ, როგორ იხსენებს მას მხატვარი ზაალ სულაკაური