სად შეიძლება წაიყვანოს 3 მარტს დედამ ბავშვი, რომ ეს ყველა ემოცია მიიღოს თავადაც და მისმა შვილმაც? ორ დღეში დედის დღეა - ალბათ ყველასთვის საყვარელი დღე. განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ 3 მარტი - თავიანთ ფანტაზიებში ცდილობენ მოიფიქრონ რაღაც განსაკუთრებული საყვარელი დედისთვის, მიართვან საჩუქრად და გაუხარონ გული.
ამ დღეს ალბათ ის დამატებითი ხიბლიც აქვს, რომ როგორც წესი, მშობლებიც ისვენებენ და დედასა და შვილებს შეუძლიათ, ერთად გაატარონ დღე, მხიარულად, სასიამოვნოდ და ბედნიერების განცდით. ერთად გატარებული ყველა წუთი მნიშვნელოვანია მშობლისთვისაც და შვილისთვისაც.
სად შეიძლება წაიყვანოს ამ დღეს დედამ ბავშვი, რომ ეს ყველა ემოცია მიიღოს თავადაც და მისმა შვილმაც?
სპეციალურად 3 მარტისთვის, ბიბლუსი კიდს-ში ისეთი საოცარი მასტერკლასია, რომელზეც ალბათ ვერავინ იტყვის უარს. ხელმარჯვე ბიბლუსელები პატარა მეგობრებს შესაძლებლობას აძლევენ, ხელნაკეთი ნივთები მათთვის ძვირფასს ადამიანებთან – მშობლებთან ერთად დაამზადონ და ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნონ.
მასტერკლასი, სადაც ორიგინალური სურათის ჩარჩოების დამზადებას შეისწავლით ორ ეტაპად ჩატარდება, 13:00 და 14:00 საათზე, რადგან დაინტერესება დიდია და სურთ, ყველა მსურველმა მიიღოს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა შეიძინონ ჩარჩოს დასამზადებლად საჭირო მასალები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 5 ლარს შეადგენს; რეკომენდებული ასაკია: 5-დან 9 წელია.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ დროულად ჩაერთეთ ამ ყველაფერში.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/sdWhia
ტელ: 597 74 74 01
მის: ჭავჭავაძის 7, "ბიბლუსი გალერეა"