8 წლის ბიჭი ორი წელი არ საუზმობდა, რომ ძმა სიმსივნისგან გადაერჩინა - მშობლები

8 წლის ბიჭი ორი წელი არ საუზმობდა, რომ ძმა სიმსივნისგან გადაერჩინა

2018-03-02 07:17:42+04:00

ბიჭს დიდი იმედი ჰქონდა, რომ საკმარისი თანხა შეაგროვა სამკურნალოდ, თუმცა შეცდა... 8 წლის ლი გოლიანი ჩინეთის ცზიანსის პროვინციიდან ძალიან ღარიბ ოჯახში ცხოვრობს. 2016 წლის დასაწყისში მის 5 წლის ძმას იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს ღვიძლში. მას მერე, მთელი ორი წლის განმავლობაში ლი უარს ამბობდა სასკოლო საუზმეზე და ამისთვის გამოყოფილ მონეტებს ბანკში ანაღდებდა, მერე კი აგროვებდა, რომ ძმის სამკურნალო ფული შეეგროვებინა.

ამასობაში 1353 იუანი შეაგროვა (215 აშშ დოლარი). როცა მამას ყულაბაში შეგროვილი ფული აჩვენა, სჯეროდა, რომ ყველა სამედიცინო ხარჯს აანაზღაურებდა.

სამწუხაროდ, ლი შეცდა - ეს ფული მისი ძმის ერთჯერადი მკურნალობის ანაზღაურებასაც კი არ ყოფნის. ბიჭს 24-ჯერ ჩაუტარდა უკვე ქიმიოთერაპია და 3-ჯერ გაუკეთეს ოპერაცია. ახლა ოჯახი სერიოზულ ვალებშია...

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა ძმის დახმარება ვერ შეძლო, მისი გმირობის შესახებ უამრავმა ადამიანმა შეიტყო და ახლა იმედი აქვთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას დაეხმარება ოცნების ასრულებაში და ძმის გამოსაჯანმრთელებელ ფულს სხვებიც ჩაურიცხავენ.