- ტყვიის შემცველობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის მომატებული. ძირითადად მომატებულია დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს გამო. მაგალითად, ტყვიას შეიცავს ბენზინი, თხევადი გაზი, სანელებლები... თუმცა სანელებლებში მაშინ გვხვდება, როდესაც ქიმიურ ნვთიერებებს უმატებენ. განსაკუთრებით, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან შემოტანილ სანელებლებში შეინიშნება, ასევე სხვადასხვა საღებავებში. ჩვენთან ტყვიის შემცველობა მომატებულია სამშენებლო მტვრის გამო. თბილისი ხომ სამშენებლო ქალაქად გადაიქცა. ბევრია უხარისხო საშენი მასალა და თითქმის ყველა მათგანი შეიძლება იყოს ტყვიის შემცველობის. შესაბამისად, ტყვიით მოწამვლა ვითარდება ადამიანის ორგანიზმში მისი ხანგძლივი მოქმედებით და გააჩნია სხვადასხვა კლინიკური სიპტომატიკის მრავალფეროვნება.
დიაგნოსტირებას რაც შეეხება, ძირითადად, იზომება სისხლში. ადრე თმაშიც იზომებოდა, მაგრამ ის მეთოდი არაინფორმატიულია. უნდა განისაზღვროს კაპილარულ სისხლში და თუ კაპილარულ სისხლში მაღალია, მერე უკვე ვენურ სისხლში გადავდივართ მის გამოკვლევაზე... ტყვია უერთდება ჰემოგლბინს და შესაბამისად, ვითარდება ქრონიკული მოწამვლის სიპტომები. თუ ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ც ვიტამინით და რკინით, ტყვია აღარ შეუერთდება ჰემოგლობინს და მიუხედავად მისი მაღალი შემცველობისა, შეიძლება არ გამოიწვიოს მოწამვლა. შეიძლება ხუთმა მიკროგრამმა დეცილიტრმა მოგვცეს მოწამვლა და ორმოცდაათმა არა. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ნუტრიენტული სტატუსით. თუ ბუნებრივად ვერ იღებს პაციენტი რკინას, ც ვიტამინს და კალციუმს და მოწამვლის მაღალი რისკის ქვეშაა, აუცილებელია, ხელოვნურად მიიღოს ეს მიკროელემენტები და პოლივიტამინური კომპლექსები... ტყვიით მოწამვლის რისკში შედიან - მინის, პლასმასის და რეზინის მწარმოებლები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებსაც შეხება აქვთ ზუსტად ამ ტყვიის ხელსაწყოებთან, ბენზინგასამართი სადგურების მოსამსახურე პერსონალი, მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი, სანტექნიკოსები... სანტექნიკოსები იმიტომ, რომ ჩვენთან არის ძველი წყლის მილები, რომლებიც შეიძლება ტყვიას შეიცავდეს. ამიტომაც მე ყოველთვის რეკომენდაცას ვაძლევ პაციენტებს საკვების მოსამზადებლად, აუცილებლად გამოიყენონ წყალი – ცივი წყლის შემრევიდან... თბილი წყლის შემრევიდან მას შეიძლება ტყვიის ნაწილაკები გამოყვეს...
1970 წლამდე აშენებულ სახლებში იყენებდნენ საღებავებს, რომელიც ტყვიას შეიცავდა და შესაბამისად, 1970 წლამდე აშენებულ სახლები შეიძლება იყვნენ ტყვიით მოწამვლის რისკ-ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ასეთ სახლებში კოსმეტიკური რემონტი უნდა ჩატარდეს, ან ჩამოფხეკილი უნდა იქნას საღებავები... თიხა მაღალი ტყვიის შემცველობით ხასიათდება. ამიტომაც უნდა ვერიდოთ კუსტარულად წარმოებულ თიხას. მისი პირთან შემხები ზედაპირი, სასურველია საღებავით იქნას დამუშავებული. ჩვენ გაჯერებული გვაქვს ქართული კულტურა თიხის სხვადასხვა ჭურჭელით. სასურველია, კარგად იქნას შესწავლილი შემცველობა და თუ ტყვიას შეიცავს, აუცილებელია მაღალი ხარისხის საღებავებით იქნას დამუშავებული... არსებობს ტყვიის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები. ტყვიით მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს რასაკვირველია უხარისხო სათამაშოებმა, რომლითაც ქართული ბაზარი გაჯერებულია - პლასტილინები, საღებავები – ინდური და ჩინური სათამაშოები... პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო.
შეიძლება მაღალი ხარისხის სათამაშო იყოს, მაგრამ კაცმა არ იცის, მასში არის თუ არა ტყვიის შემცველობა.
ასეთი ჭურჭელი ჯობია გამოყენებული იქნას დეკორაციისათვის და არა პირადი მოხმარებისათვის. სუფრაზე, მაგალითად, რამდენჯერმე ხდება თიხის ჭურჭელის გამოყენება... თიხის ფიალებს ერთმანეთს აწვდიან და მე რამდენჯერმე მინახავს, რომ უცხოელები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ სასმისს და თავად არ სვამდნენ. მათ ჩვენზე მეტი იცოდნენ მაშინ უკვე... მაგალითად, საქართველოს 30% თონის პურს მოიხმარს, მაგრამ იქ საფრთხე არ არის, რადგან თიხა ნატურალურია. თუ გაურკვეველი წარმომავლობის არის თიხა, მაშინ არის საფრთხე.
საკვები ყოველთვის უნდა შევინახოთ მინის ან უჟანგავი რკინის ჭურჭელში და არა გახსნილი კონსერვის კოლოფებში. Mსაკვებად უნდა გამოვიყენოთ როგორც ვახსენეთ აუცილებლად ცივი წყლის შემრევიდან და სასურველია წყალმა რამდენიმე წუთი იდინოს. Aასევე საკვები უნდა მომზადდეს გამდინარე წყლით და არა ცისტერნაში დაგროვებული წყლით. ცისტერნის წყალი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავთა ინფექციის წყარო, ასევე სხვადასხვა ქრონიკული მოწამვლის წყარო.
ჩვენ შეგვიძლია დიაგნოსტირება ტყვიით მოწამვლა განვსაზღვროთ სისხლში და სესაბამისად, მკურნალობა მოვახდინოთ ამბულატორიებში და თუ მწვავე შემთხევაა, სტაციონარულ პირობებში. გამოიყენება ორი ძირითადი პრეპარატი. მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგები გვყავს, ერთ-ერთი წარმატებული სამსახური გვაქვს ამ მხრივ და მათ კარგად შეუძლიათ ამ დაავადების მართვა.
მანანა გაბრიჭიძე