რომელ ცხიმს მოიხმართ სახლში? - სიმართლე სამარხვო და არასამარხვო ცხიმების შესახებ - მშობლები

რომელ ცხიმს მოიხმართ სახლში? - სიმართლე სამარხვო და არასამარხვო ცხიმების შესახებ

2018-03-05 12:14:36+04:00

საქართველოში ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც ცხიმი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ იყოს საქართველოში ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც ცხიმი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ იყოს. ზეთი, კარაქი და მარგარინი ჩვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. კარაქი - ყველაზე მეტად, ვინაიდან მარგარინთან შედარებით უფრო ხშირ მოხმარებაშია, განსაკუთრებით ბავშვიან მიმართებაში.

რომელ კარაქს იყენებენ მშობლები ყველაზე ხშირად?

თუ სოციალურ ჯგუფებში გამოკითხულ დედებს დავეყრდნობით, უმეტესობა ცდილობს ნაღების კარაქი შეიძინოს ბავშვისთვის, თუმცა ოჯახის სხვა წევრები ძირითადად სპრედებს მოიხმარენ. ოჯახურ კერძებშიც, როგორც წესი, ზეთის გარდა სწორედ სპრედებს ან მარგარინს ამატებენ. ცომეული და ტკბილეულიც სახლშიც უმეტესად მარგარინით მზადდება.

განსაკუთრებით იმატებს მარგარინისა და სპრედების მოხმარება მარხვის პერიოდში. მშობლები ვერც სწრაფ კვებაზე ამბობენ უარს, რადგან წრეებსა თუ სპორტულ სექციებს შორის გადარბენაზე მყოფი ბავშვები გარეთ ხშირად იკვებებიან. ფასტ ფუდი კი ნაჯერი ცხიმების წყაროა. მომხმარებლის უმრაველობას სჯერა, რომ, მცენარეული ცხიმი სუფთა ცხოველ პროდუქტზე უფრო სასარგებლოა და ქოლესტერინის დაგროვებასაც არ უწყობს ხელს - ქოლესტერინი ხომ მშობლების და ბება-პაპების ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი მტერია.

mshoblebi

რა ხდება სინამდვილეში?

მარგარინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნეა! ეს არის ერთობლიობა ცხიმებისა, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიდროგენიზაცია და თხევადი ზეთი მყარ მასად გარდაიქმნა. ასე წარმოიქმნება ტრანსცხიმები, რომლებიც სხვა პრობლემებთან ერთად სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვებას იწვევენ. ამის შედეგია ინფარქტი, ინსულტი, გულის ფრიალი და ა. შ.

სპრედში მარგარინისგან განსხვავებით, არ არის ტრანსცხიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპრედი სასარგებლოა. მასში შემავალ ცხოველურ და მცენარეული ცხიმებს დამატებული აქვს ქიმიური საღებავები, გემოს გამაძლიერებლები, არომატიზატორები, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნეა და ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის წარმოქმნას სისხლძრღვების კედლებში.

mshoblebi

ნაღების კარაქი ამ სამეულში ყველაზე კალორიულია და არანაკლებ ხელს უწყობს ქოლესტერინის მატებას, თუმცა ამასთან ძალიან სასარგებლოცაა. გარკვეული რაოდენობით ცხოველური ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ტრანსცხიმებისგან განსხვავებით, კარაქში შემავალი ნატურალური ცხოველური ცხიმები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება და მოინელება.

mshoblebi

რომელი ცხიმის მომხმარებელიც არ უნდა ვიყოთ, თანამედროვე ცხოვრების სტილი გვაიძულებს, მაინც მინუჩინოთ ადგილი ჩვენს მენიუში. თუმცა შესაძლებელია, რომ ხელი შევუშალოთ მათგან გამოწვეული ქოლესტერინის დალექვას ჩვენს სისხლძრღვებში. საბედნიეროდ, ბუნებრივად არსებობს პროდუქტები, რომლებიც ქოლესტერინის დალექვას ხელს უშლიან - ესაა ნიორი, კუნელი და ცაცხვი. რაც მთავარია, თანამედროვე ფარმაციაში მათი კონცეტრირებული ნაზავიც არსებობს ანტიქოლესტერინი, რომლის რამდენიმე წვეთი დღეში საკმარისია ქოლესტერინისგან თავის დასაცავად.

ნიორი - ამცირებს ჭარბ ქოლესტერინს და პროთრომბინს კუნელი-კვებავს გულის კუნთს, ხალხი მას „გულის პურს“ უწოდებს ცაცხვის ყვავილი - ამშვიდებს და წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს. ანტი-ქოლესტერინს არც სუნი აქვს, არც მკვეთრი გემო. ძალიან მარტივად გამოსაყენებელია და რაც მთავარია, ყოველგვარი ქიმიური ელემენტების გარეშეა დამზადებული

mshoblebi

mshoblebi